გაიძვერა მუხლუხები
ბუნების მოყვარული და განათლების ხელშემწყობი ფოტოგრაფი გვაჩვენებს, თუ როგორ შეუძლიათ ამ მწერებს მტაცებლებისა და ჩვენი გაცურება.
სანამ ღამისა და დღის პეპლებად გადაიქცევიან, მუხლუხებმა უნდა მოგვატყუონ, გვაჯობონ და თავი გადაირჩინონ. სემ ჯაფის ფოტოებზე ჩანს, თუ როგორ ახერხებენ ამას მიბაძვით, თავდაცვითი ადაპტაციებითა და მცენარეებთან თანამშრომლობით. ნატურალისტი ფოტოგრაფი ოთხი წლის ასაკიდან მოხიბლულია ამ არსებებით. „მშობლების სახლში ხშირად მიმყავდა მუხლუხები“, – გვიამბობს სემი. „შემდგომ ისინი კედლებზე ცოცვას იწყებდნენ“. სემი ჰარვარდის უნივერსიტეტში მუშაობისას თავისუფალ დროს მუხლუხებს ფოტოებს უღებდა და ადგილობრივ გალერეებში აწყობდა ფოტოგამოფენებს, რამაც საზოგადოებაში დიდი ინტერესი გააღვივა. 2013 წელს სემმა დააარსა საგანმანათლებლო არაკომერციული ორგანიზაცია Caterpillar Lab, რომლის მიზანი იყო საზოგადოებისათვის გაეცნო ეს მეტამორფოზის ოსტატები და წაეხალისებინა მათი დაცვა.
როდესაც სფინქსისებრი Pachysphinx modesta ფოთოლს შეჭამს, ღეროსაც გადაკვნეტს და ფოთოლს ძირს აგდებს, ალბათ, მტაცებლებს რომ კვალი არ დაუტოვოს.
ქოჩორასებრი Ianassa lignicolor მისავე მოჭმულ ფოთოლზე სიცარიელეს ავსებს საკუთარი სხეულით და ფოთლის ფერსაც ჰბაძავს.
„თუ მუხლუხი ბუსუსიანი ან ეკლიანია, უმჯობესია, არ შეეხოთ“, – ამბობს სემი. ხვატრისებრი Acronicta hasta-ს ვარიეტეტმა შეიძლება კანის მსუბუქი გაღიზიანება გამოიწვიოს.
მზომელასებრი Eupithecia miserulata ფერს იცვლის მასპინძელი მცენარის მიხედვით. ეს მუხლუხი ვერბენაზე აცოცდა, ფერი ზუსტად ვერ მოარგო, მაგრამ შორიდან თვალს მაინც მოატყუებს.
ხვატრისებრი Autographa precationis სალათისა და პომიდვრის პარაზიტად მიაჩნიათ, სემ ჯაფი კი ამ არსებაში „ხასიათს, ფორმასა და ფერს ხედავს“.
სფინქსისებრი Ceratomia amyntor ჭამს თელას ფოთოლს, რომლის ზუსტი ასლია გარეგნულად. „ზედაპირი და შეფერილობა გაჭრილი ვაშლივით უგავს მასპინძელი მცენარისას“, – ამბობს სემ ჯაფი.
მზომელასებრი Chlorochlamys chloroleucaria თავს იკატუნებს, თითქოს ტოტი ან მცენარის რომელიმე სხვა ნაწილია.
ხვატრისებრი Alypia octomaculata, რომელიც სემ ჯაფიმ ვაზის ულვაშზე იპოვა, საფრთხის დროს აღებინებს. ეს მუხლუხისთვის დამახასიათებელი ქცევაა თავდაცვისას.
ყველა მუხლუხი არ ჭამს ფოთლებს. მაგალითად, ხვატრისებრი Schinia nundina „ყვავილებს მიირთმევს და ყვავილებშივე იმალება“, – ამბობს სემ ჯაფი.
რომელია ყველაზე დიდი გაიძვერა? სემ ჯაფის აზრით, ეს არის სფინქსისებრი Sphecodina abbottii, რომელიც მხოლოდ გველს კი არ ჰგავს, თუ შეაწუხებთ, გამაფრთხილებელ ხმასაც უშვებს და თავის ცრუ თვალს მაღლა წევს.