2024 წლის რჩეული ფოტოები
National Geographic-ის ფოტოგრაფები გასაოცარი კადრების ძიებაში შეუპოვრად მოგზაურობდნენ მთელ დედამიწაზე. აქ გთავაზობთ წლის განსაკუთრებულ ფოტოებს და ამბებს მათ მიღმა.

ისტორიული დღე თბილისი, საქართველო 26 მარტს საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური. საფინალო სასტვენის ხმა გაისმა და აღტაცებული გულშემატკივრები მოედანზე შეცვივდნენ. ამ გამარჯვებით ევრო 2024-ზე მოხვედრამ დამუხტა არა მხოლოდ ფეხბურთის გულშემატკივრები, არამედ მთელი ქვეყანა, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირში შესვლას ესწრაფვის. ფოტო: ნიკოლოზ მჭედლიძე
ხალხის ხმა თბილისი, საქართველო საქართველოს რკინიგზის შენობაში გახსნილ საარჩევნო უბანზე მოქალაქე საკუთარ არჩევანს აფიქსირებს ევრაზიის რუკის ფონზე. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა თვალსაჩინოა, ქვეყნის გეოპოლიტიკური ვექტორი კი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს უნდა განესაზღვრა. ფოტო: თაკო რობაქიძე
გულის სრული დაბნელება რასელვილი, არკანზასი 8 აპრილს ჩრდილოეთ ამერიკაში, მექსიკიდან კანადამდე, მზის სრული დაბნელება დაფიქსირდა. იმ დღეს რასელვილმა ქორწინების მასობრივ ცერემონიას უმასპინძლა, სადაც, ნიკოლას ბლეკუელისა და კეიტი ბაუკომის მსგავსად (მარცხენა კუთხეში, შვილებთან ერთად), ასზე მეტმა წყვილმა იქორწინა. ფოტო: აარონ ჰიუი
ვახშამი ბინდისას კონკანი, ტეხასი სამხრეთ ტეხასში ფრიოს ღამურების მღვიმე დაახლოებით 10 მილიონი ბრაზილიური ტადარიდის საგაზაფხულო და საზაფხულო სახლია. მზის ჩასვლისას ღამურები კოორდინირებულ ნაკადებად ფრინდებიან მღვიმიდან, ძირითადად, ბინდის პეპლებზე სანადიროდ. მათი აფრენა „ორი საათი გრძელდება“, – ამბობს ბაბაქ თაფრეში. ფოტო: ბაბაქ თაფრეში
რისკი ატკის ყურე, ანტარქტიდა ახალგაზრდა საიმპერატორო პინგვინი 15-მეტრიანი ქარაფიდან ხტება წყალში. როგორც წესი, ეს სახეობა დაბალ ზღვის ყინულზე მრავლდება, თუმცა ზოგ კოლონიას შედარებით მაღლა და უფრო მუდმივ შელფურ მყინვარებზეც მიაკვლიეს, რაც, ალბათ, კლიმატის ცვლილებასთან ერთად, უფრო გახშირდება. ფოტო: ბერტი გრეგორი
სარწმუნოებათა გზაჯვარედინი პამირის მთები, ტაჯიკეთი ეს სალოცავი მდებარეობს იმ ადგილას, სადაც ანიმიზმს, ზოროასტრიზმსა და ბუდიზმს დიდი ხნის ისტორია აქვს. მას უვლიან ადგილობრივი ვახანები, რომლებიც ისმაილიტები არიან. რამდენიმე წლის წინ სალოცავის აკლდამას ხე დაეცა. ტრადიციისამებრ, ის ხელუხლებლად დატოვეს და ალპური გარეთხისა და ცხვრის რქებით გაამშვენეს. ფოტო: მატიე პალე
ატომური შედეგი ჩაჩა, ინდოეთი უკვე თითქმის ათი წელია, რაც ჩინკი შუკლა აშუქებს მიწისქვეშა ბირთვული იარაღის გამოცდების შედეგებს, რომლებიც ინდოეთში 1974 და 1998 წლებში ტარდებოდა. დები შაჰიდა, საბირა და კამო სადილს ამზადებდნენ, როდესაც 1990-იან წლებში ბიძგები იგრძნეს. ახლა ისინი ფერმის დღიურ მუშებად არიან დასაქმებულნი. როგორც მუსლიმებმა, მათ ფოტოს გადაღებისას სახე დაიფარეს. ფოტო: ჩინკი შუკლა
თხევადი საწვავი მზისგან იულიხი, გერმანია მზის სინათლით, წყლითა და ნახშირორჟანგით შექმნილი ამ სინთეზური სითხით შეიძლება წიაღისეული საწვავი ჩავანაცვლოთ და სატვირთო მანქანები, გემები თუ თვითმფრინავები ისე დავმუხტოთ, რომ მათი მოდერნიზებაც არ დაგვჭირდეს. ივნისში შვეიცარიულმა კომპანია Synhelion-მა მსოფლიოს პირველი ინდუსტრიული მასშტაბის ალტერნატიული ენერგიის საწარმო გახსნა. ფოტო: დავიდე მონტელეონე
სატრფიალო სიმღერა სპრინგფილდი, ილინოისი ციკადები მიწის ქვეშ ცხოვრობენ 13 ან 17 წლის განმავლობაში, ზემოთ მხოლოდ გასამრავლებლად ამოდიან. პირველად 221-წლიანი პაუზის შემდეგ, გასულ, მაისსა და ივნისში, 17-წლიანი ციკლის მქონე XIII ბუდობამ და 13-წლიანი ციკლის XIX ბუდობამ ერთდროულად აახმაურა არემარე პარტნიორთა მოსახმობად. ფოტო: ჯონ სტენმაიერი
ღრმა ცოდნა ნგუნიეს პროვინცია, გაბონი ბონგოლოს მღვიმეში მკვლევრები – ღამურასთან ერთად – მუშაობენ, რათა სტალაგმიტებზე (კალციუმის კარბონატის ფორმაცია, რომელიც ათასობით წლის განმავლობაში ყალიბდება წყლის წვეთების დალექვით) დაკვირვებით აღწერონ წარსული ნალექების ისტორია. „დასავლეთ აფრიკის პალეოკლიმატის პროექტის“ მიზანი რეგიონში სოფლის მეურნეობის კლიმატური საფრთხეების შეცნობაა. ფოტო: რობი შონი
სამუდამო სახლი ბენსონი, არიზონა მაკაოები სოციალური ფრინველები არიან; მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა 40-დან 60 წლამდე მერყეობს და ტყვეობაში ისინი ხშირად სტრესულ ქცევას ავლენენ. ამის გამო სახლის პირობებში რთულად მოსავლელები არიან და ბევრი მათგანი საბოლოოდ „ოაზისის“ ნაკრძალში ხვდება. ამ ფოტოზე თავშესაფრის ხელმძღვანელი ჯენეტ ტრამბული ცდილობს მიიტყუოს ისინი და საყვარელ საკვებს, ნიგოზს სთავაზობს. ფოტო: კრისტი ჰემ კლოკი
ცვლილების მწყემსი კოკენეშტი, რუმინეთი კონსტანტინ დენჩილემ საკუთარი ხუთი თითივით იცის მიწა, რომელსაც მისი ოჯახი საუკუნეების განმავლობაში ამუშავებს. ცხვრის ტყავის ტრადიციულ ქურქში გამოწყობილი დენჩილე მწყემსია, რომელიც მოწმეა გარემოს ცვლილებებისა, რომლებმაც მას საქმიანობის ადაპტაციისკენ უბიძგა. ნაკადულების მასაზრდოებელი თოვლის შემცირებამ მინდვრებში ბალახის სიმწირე გამოიწვია და დენჩილეც ფარას უფრო მაღლა, ალპურ მდელოებზე ერეკება. ფოტო: იასპერ დუსტი
გიჟური განაყოფიერება ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა წყნაროკეანური ქაშაყი ვანკუვერის კუნძულის ნაპირთან ყოველ გაზაფხულზე ქვირითობს. თითოეული მდედრი დაახლოებით 20 000 კვერცხს ყრის, შემდეგ კი მამრები მათ ანაყოფიერებენ. ეს სანახაობა, რომელიც არასრული ერთი დღე გრძელდება, საკვებით უზრუნველყოფს სხვა ცხოველებს, მაგალითად, ამ ზღვის ძაღლს. ფოტო: რაიან ტიდმენი
აფეთქება და კარგი ხედი ანტიგუა, გვატემალა ფუეგოს ვულკანი, 2002 წლიდან მოყოლებული, ხშირად იფრქვევა. ერთდღიანი ლაშქრობაა საჭირო, რომ მის მიძინებულ ტყუპისცალზე, აკატენანგოზე ახვიდე და ველის გადაღმა ფუეგოს ხედით დატკბე. ამოფრქვევა შეიძლება დღეში რამდენჯერმეც იხილო. ფოტო: პიტერ ფიშერი
პატარა გარღვევა კონსტანცი, გერმანია ინგო არნდტმა კონსტანცის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აუშენა ბუდე ტყის ჭიანჭველებს, რათა მათ ქცევას დაჰკვირვებოდა. არნდტი ხედავდა, თუ როგორ ასუფთავებდნენ კვერცხებს კოლონიის მდედრი მუშები, როგორ ქსოვდნენ ლარვები მუხლუხის პარკებს, ხოლო ახალგამოჩეკილი ჭიანჭველები, ფოტოზე აღბეჭდილის მსგავსად, მანდიბულებით ცდილობდნენ პარკის გახსნას, სანამ დასახმარებლად მუშა ჭიანჭველები მიაკითხავდნენ. ფოტო: ინგო არნდტი
ვარდის მკრეფავები კალაატ-მგუნა, მაროკო ყოველ გაზაფხულზე მაროკო მასპინძლობს ვარდის მოსავლის ფესტივალს. ვარდის მკრეფავები, ძირითადად ქალები, დილაადრიან, ყვავილის გაფურჩქნამდე და სურნელის გამოფრქვევამდე კრეფენ კვირტებს, შემდეგ კი მათ ხელით ახარისხებენ. საუკეთესოებისგან ვარდის ზეთსა და წყალს ამზადებენ, დანარჩენს კი აშრობენ ჩაისა თუ მოსართავებისთვის. ფოტო: რენა ეფენდი
როდესაც წყლები ირევა ფენინგ-სპრინგსის საშტატო პარკი, ფლორიდა სნუკი და ლობანი მზის ამოსვლისთანავე იწყებენ აქეთ-იქით ქროლას მუქ, მღვრიე მდინარე სუვანისა და კრიალა ფენინგ-სპრინგს შორის, რომელიც ერთ-ერთია ფლორიდის ათასამდე მტკნარი წყაროდან. გვიანი ზამთრის წყალდიდობამ უფრო ცივი და მკვრივი წყლის ნაკადის თბილი წყლის ნაკადის ქვეშ შედინება გამოიწვია არხში, რომელიც ნაკადულს მდინარესთან აკავშირებს. ფოტო: ჯეისონ გალი

საფრთხეში აღმოჩენილი წალკოტი
სივას ოაზისი, ეგვიპტე
სივას ოაზისი იზიდავს ტურისტებს თავისი დიუნებით (მარცხნივ). გამხმარი პალმები ეკოსისტემის დაზიანებაზე მეტყველებს.
ფოტო: მ’ჰამედ კილიტო
ეგვიპტის თვალუწვდენელ უდაბნოში სივას ოაზისი 35 000 ადამიანს ასაზრდოებს. ის, ასევე, იზიდავს ტურისტებს, რომელთაც აქლემით გასეირნება, სენდბორდინგი თუ მლაშე ტბების ხილვა სურთ. თუმცა, ეს წყალსატევები საგანგაშო ვითარებაზე მიუთითებს.
1980-იან წლებამდე სივას 200 ბუნებრივი წყარო ასაზრდოებდა. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის გასაფართოებლად ფერმებმა ათასობით არტეზიული ჭა გათხარეს, რათა მიწისქვეშა წყლებით ესარგებლათ. ამ ჭაბურღილებიდან მეტი სარწყავი წყალი მიიღეს, თუმცა ცუდად დაგეგმილი სადრენაჟო სისტემის პირობებში ჭარბად ამოღებულმა წყალმა წარმოშვა მარილიანი გამდინარე ტბები, რამაც დაჭაობება და ნიადაგის დამლაშება გამოიწვია. ირონიულია, რომ ამ თვალწარმტაც უდაბნოში ზედმეტმა წყალმა სოფლის მეურნეობა დააზიანა: გახმა ისეთი სასაქონლო კულტურები, როგორიც ფინიკის პალმაა, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ოაზისის ტენიანი მიკროკლიმატის შექმნაში.
სივა ერთადერთი არ არის. ჯამურად, ოაზისების 13 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია დეგრადირდა 1995-დან 2020 წლამდე.
მოუხელთებელი შავი ვეფხვის ძიებაში
ოდიშის შტატი, ინდოეთი
შავი ვეფხვი სიმილიპალის ვეფხვების ნაკრძალში პატრულირებს. ფოტოხაფანგის შესამოწმებლად პრასენჯიტ იადავი ცხოველივით პოზირებს (მარჯვნივ).
ფოტო: პრასენჯიტ იადავი
სიმილიპალის ვეფხვების ნაკრძალი აღმოსავლეთ ინდოეთში 2750 კმ2-ზეა გადაჭიმული და ფსევდომელანისტური ვეფხვების ერთადერთი ველური პოპულაციის სახლია მსოფლიოში. აღნიშნულ პოპულაციას შავ ვეფხვებსაც უწოდებენ, განსაკუთრებით ფართო შავი ზოლების გამო. ეს უნიკალური შეფერილობა გენეტიკური მუტაციის შედეგია და მხოლოდ სიმილიპალის პოპულაციაში გვხვდება – აქ მცხოვრებ 27 ვეფხვთაგან დაახლოებით ნახევარი შავია.
სიმილიპალის ვეფხვი მშიშარა და ფრთხილია; ადგილობრივების უმრავლესობა ამბობს, რომ ვეფხვი არასოდეს უნახავს. მათ გადასაღებად პრასენჯიტ იადავმა ინფრაწითელი ტრიგერებით აღჭურვილი ფოტოხაფანგები გამართა 24 ბილიკზე, რომელთაგან სამზე ნამდვილად შეინიშნებოდა ვეფხვის ხშირი კვალი. თუმცა, როგორც ჩანს, ისინი ხშირად გრძნობდნენ ცვლილებას გარემოში და ბილიკიდან უხვევდნენ. „მიუხედავად იმისა, რომ კამერები შენიღბული იყო, – ამბობს ფოტოგრაფი, – ვეფხვები გრძნობდნენ, რომ რაღაც ახალი ხდებოდა და თავს არიდებდნენ იქაურობას“. იადავი დღეში 14-16 საათი მუშაობდა, რათა აპარატურა შეძლებისდაგვარად უჩინარი გაეხადა. 60-დღიანი მცდელობის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, რამდენიმე კადრი გადაიღო, რომელთაგან ერთ-ერთია მდედრი შავი ვეფხვის ეს ფოტო.
სახიფათო გზაჯვარედინი
სიომა, ზამბია

ფოტო: იასპერ დუსტი
იასპერ დუსტი ველურ ცხოველთა ტრანსსასაზღვრო დერეფნის დაცვის საერთაშორისო პროექტის მიმდინარეობას იღებდა, როდესაც გაიგო, რომ სიომა-ნგვეზის ეროვნული პარკის საზღვართან, M10 გზატკეცილზე, მანქანა სპილოს დაეჯახა და მგზავრიც დაიღუპა. სპილოებს მდინარე ზამბეზიმდე (ცხელ და მშრალ თვეებში წყლის ერთადერთი წყარო) მისაღწევად M10-ის გადაკვეთა უწევთ.
ადამიანებისა და ცხოველების კონტაქტი ხშირდება გზების, სოფლებისა და ფერმების შეჭრით სპილოებისა და სხვა ველურ ცხოველთა ჰაბიტატში. ამასთანავე, კლიმატის ცვლილების გამო ტემპერატურა იმატებს და იცვლება ნალექიანობა, რაც იწვევს ცხოველებისა და ადამიანების უფრო ხშირ შეჯახებას ისეთი რესურსების მოსაპოვებლად, როგორიც წყალია. წარსულში ადგილობრივი მოსახლეობა იშვიათად თუ შეხვდებოდა სპილოს, ახლა კი, ამბობენ, რომ სპილოები მათ მცენარეულ კულტურებს აჩანაგებენ, როდესაც დიდ ჯგუფებად გადაადგილდებიან სოფლებში. „დაძაბულობა საგრძნობია“, – ამბობს დუსტი.
„ადამიანები და ველური ცხოველები მეტოქეობენ ერთი და იმავე რესურსებისთვის, ძირითადად, წყლისთვის “. —იასპერ დუსტი
შემთხვევის ადგილზე გამვლელები შეგროვდნენ და ბავშვებით სავსე სკოლის ავტობუსები მოვიდა. მიუხედავად სპილოებისადმი ზოგადად მტრული დამოკიდებულებისა, ბევრ სოფლელს ისინი ახლოდან ნანახიც არ ჰყავდა; ხალხი მოდიოდა და ეხებოდა ცხოველს. ისეთი კონსერვაციული ზომები, როგორებიც დუსტის მიერ გადაღებული ველურ ცხოველთა დერეფნებია, ადამიანის საჭიროებებსაც ითვალისწინებს და უზრუნველყოფს, რომ მიწა, წყალი და სხვა ბუნებრივი რესურსები ორივესთვის ხელმისაწვდომი იყოს. „უნდა შეიქმნას ინფრასტრუქტურა თანაარსებობისთვის“, – ამბობს დუსტი.