ნაგვის ესკიმო
თუკი გამოიკვლევთ, შიგნით სიგარეტის ნამწვს, ნავთობს, ნაგავს, პლასტმასასა და გარემოს სხვა დამაბინძურებლებს აღმოაჩენთ
ეს „ნუგბარი“ თუ მოგწონთ? თუკი გამოიკვლევთ, შიგნით სიგარეტის ნამწვს, ნავთობს, ნაგავს, პლასტმასასა და გარემოს სხვა დამაბინძურებლებს აღმოაჩენთ. ტაივანში ხელოვნების სამმა სტუდენტმა სხვადასხვა ადგილიდან დაბინძურებული წყალი შეაგროვა და მისგან ნაყინი დაამზადა.
ამ გზით ხელოვანებს – ჰონგ ი-ჩენს, ი-ჰუისა და ჟენ იუ-ტის სურთ საზოგადოების ყურადღება მიაპყრონ წყლის დაბინძურების საკითხს. ისინი იმედოვნებენ, რომ ამ აქციით, ადამიანებს ნარჩენების შემცირებისკენ უბიძგებენ.