დაკარგული ქვეყანა
გაუჩინარებული მიწის ამბავი ყინულის ლღობით იწყება
როდესაც ჩრდილოეთის ზღვის ფრკერზე დაკარგული სამყაროს არსებობის პირველი ნიშნები გამოჩნდა, მათი დაჯერება არავის სურდა.
ათწლეულები გადიოდა – მეთევზეების ბადეებს ხან უზარმაზარი ეშვი, ბეწვიანი მარტორქის, პირველყოფილი ძროხებისა თუ სხვა გადაშენებული ცხოველების ნაშთები ამოჰყვებოდა. ამ უცნაური ნარჩენებით ერთი მოყვარული პალეონტოლოგი, დიკ მოლი, დაინტერესდა. მას მეთევზემ მიუტანა ზღვაში ნაპოვნი ადამიანის ყბის ძვალი, რომლის ასაკიც 9500 წლით განისაზღვრა. ეს მეზოლითის ხანაა – მიწათმოქმედების გაჩენამდე არსებული სამყარო.
გაუჩინარებული მიწის ამბავი ყინულის ლღობით იწყება. 18 000 წლის წინ ჩრდილოეთ ევროპის გარშემო მდებარე ზღვების დონე დღევანდელთან შედარებით 122 მეტრით დაბალი იყო. ბრიტანეთი არა კუნძულს, არამედ ჩრდილო-დასავლეთ ევროპის დაუსახლებელ კუთხეს წარმოადგენდა. მასა და დანარჩენ კონტინენტს შორის გაყინული ტუნდრა იყო გადაჭიმული. დათბობისა და ყინულის დნობის კვალდაკვალ ჩრდილოეთისა და დასავლეთისკენ ირმები, პირველყოფილი ძროხები და გარეული ღორები გაემართნენ. მათ კი დღევანდელი კონტინენტური ევროპის ზეგნებიდან ჩამოსული მონადირეები მიჰყვნენ და ვრცელ დაბლობს მიადგნენ. დღეს არქეოლოგები ამ გაუჩინარებულ დაბლობს „დოგერლენდს“ უწოდებენ. ეს ტერიტორია მონადირე-შემგროვებლებისთვის ნამდვილ სამოთხეს წარმოადგენდა. ზაფხული და შემოდგომა საუკეთესო სანადირო სეზონი იყო, თევზი, თხილეული და კენკრაც უხვად მოიპოვებოდა. ამ დაბლობზე უამრავ საცხოვრებელ ბანაკებს აწყობდნენ. ადრეულ შემოდგომაზე კლდის წვერზე შეკრებებს მართავდნენ, სადაც ბუნების მოვლენებს განიხილავდნენ, ფრინველთა მიგრაციის სქემას აანალიზებდნენ და ცხოვრებაც ჩვეული რიტმით მიმდინარეობდა. მაგრამ, დროთა განმავლობაში, ზღვის დონის მატების გამო, იძულებული გახდებიან დატოვონ ეს ტერიტორია. ამას კლიმატური და სოციალური ცვლილებები მოჰყვება. მოსახლეობაში უდიდესი ძვრები დაიწყება…
სრული ვერსია წაიკითხეთ დეკემბრის ნომერში.