იმუნიტეტი მწერებისთვის
ეს ცილა დედა-ფუტკრის სისხლიდან მოგზაურობს ღვიძლის მსგავს ორგანოში, შემდეგ კი მის კვერცხებში და პატარებს იმუნიტეტს გამოუმუშავებს
აცრებს მხოლოდ შპრიციანი ექიმები არ აკეთებენ: შესაძლოა, იმუნიტეტი დედისგანაც გადაეცეს შვილს. ვარაუდობდნენ, რომ ამის უნარი მხოლოდ ხერხემლიანებს გააჩნდათ, მაგრამ თურმე ეს ზოგიერთ უხერხემლოს, მათ შორის, მეთაფლია ფუტკარსაც შეძლებია.
დალიალ ფრეიტაკმა და ჰელი სალმელამ (ჰელსინკის უნივერსიტეტი) და გრო ამდამმა (არიზონის უნივერსიტეტი) აღმოაჩინეს, რომ დედა-ფუტკრები დაავადების გამომწვევი ბაქტერიების გარკვეულ ნაწილს გადასცემენ შთამომავლობას ვიტელოგენინის, კვერცხის გულის ცილის საშუალებით. ეს ცილა დედა-ფუტკრის სისხლიდან მოგზაურობს ღვიძლის მსგავს ორგანოში, შემდეგ კი მის კვერცხებში და პატარებს იმუნიტეტს გამოუმუშავებს.