დათვალეთ ვეფხვები აპლიკაციით
ფოტოხაფანგით გადაღებული სურათებით მიღებული მონაცემები, შესაძლოა, არასაიმედო იყოს, ბრაკონიერობა კი მთელ პროცესს უშლის ხელს
ველურ ბუნებაში 3160 ვეფხვია შემორჩენილი. ამიტომ მათ აღწერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს დიდ დროს მოითხოვს. ფოტოხაფანგით გადაღებული სურათებით მიღებული მონაცემები, შესაძლოა, არასაიმედო იყოს, ბრაკონიერობა კი მთელ პროცესს უშლის ხელს.
აარონ მეისონმა (სურეის უნივერსიტეტი) შექმნა აპლიკაცია, რომელსაც ვეფხვების იდენტიფიცირება მათი სახისა და ზოლების უნიკალური განლაგებით შეუძლია. პროგრამა მილიონობით ფოტოს სკანირებას ახდენს. ის ნიშნების ნაკრებს ცნობს და მონაცემთა ბაზასაც კიდევ ერთი ინდივიდი ემატება.