3800 წლის შესაწირი პერუდან
შეიძლება, ეს ტრიო კარალის უძველესი კულტურის ძლევამოსილ პიროვნებებს გამოსახავდეს
გაფერადებული, გამოუწვავი თიხისგან დამზადებულმა სამმა ფიგურამ დღის სინათლე ვიჩამის სანაპიროზე (დღევანდელი პერუ) იხილა. შეიძლება, ეს ტრიო კარალის უძველესი კულტურის ძლევამოსილ პიროვნებებს გამოსახავდეს. მათ შორის ყველაზე დიდი, თითქმის 23 სმ სიგრძის, შესაძლოა, ქურუმი ქალის ფიგურა იყოს. გრძელთმიანი ქერა მამაკაცი და მეორე ქალი კი, შეიძლება, პოლიტიკური ლიდერები იყვნენ. ყველა მათგანი ერთმანეთში ჩალაგებულ ორ კალათაში იპოვეს.
ფიგურები, სავარაუდოდ, სარიტუალო შესაწირია. არქეოლოგების აზრით, ქალების ფიგურები იმ დროის საზოგადოებაში მათ ძალაუფლებაზე მიუთითებს.