დროული მკურნალობა
ადამიანებს და ცხოველებს შინაგანი საათი უმუშავებთ ტვინებში, ორგანოებში, ქსოვილებსა და უჯრედებში, რომელიც ბუნებრივად სინქრონიზდება დედამიწის 24-საათიანი დღე-ღამის ციკლთან
ამბობენ, ყველაფერს თავისი დრო აქვსო, თუმცა თუ აბების ფლაკონს დახედავთ, ამას ალბათ ვერ შეიტყობთ. უმეტესობას აწერია, თუ რამდენი აბი უნდა მიიღოთ, მაგრამ, არა – როდის. არადა, „მკურნალობის ეფექტურობა განსხვავდება დღის პერიოდების მიხედვით“, – ამბობს ტეხასის უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის პროფესორი მაიკლ სმოლენსკი.
ადამიანებს და ცხოველებს შინაგანი საათი უმუშავებთ ტვინებში, ორგანოებში, ქსოვილებსა და უჯრედებში, რომელიც ბუნებრივად სინქრონიზდება დედამიწის 24-საათიანი დღე-ღამის ციკლთან. მედიკამენტების მიღების დროის ამ ცირკადულ რიტმებთან მისადაგებას ქრონოთერაპია ეწოდება. ეს სფერო ჯერ კიდევ უცხოა. ცირკადული ბიოლოგი გეორგიოს პაშოსი (პენსილვანიის უნივერსიტეტი) გვთავაზობს უფრო მეტ კლინიკურ ექსპერიმენტს, წამლების მიღების დროის ოპტიმალურად შესარჩევად.