შორიდან მოსული უძველესი ბროში
როგორ მოხვდა ის ასე შორეულ ჩრდილოეთში?
არქეოლოგები განაცვიფრა 38 მმ სიმაღლის ბუს ფორმის ლაბადის შესაკრავის აღმოჩენამ დანიურ კუნძულ ბორნჰოლმზე. „ხასხასა ფერები ჰქონდა, ბუს თვალები კი თითქოს ჩვენ გვიმზერდა“, – ამბობს კრისტინა სიჰუსენი. სავარაუდოდ, რომაულ სახელოსნოში 150-250 წლებში დამზადებული ბრინჯაოს ბროში მინანქრისა და შუშის დიზაინს მეტწილად ინარჩუნებს. როგორ მოხვდა ის ასე შორეულ ჩრდილოეთში? შესაძლოა, სტუმრად ჩასული რომაელი მოხელის ძღვენი იყო ან ადგილობრივმა ჩამოიტანა რომის არმიაში მსახურობის შემდეგ. რა მარშრუტიც არ უნდა გაევლო, არტეფაქტი იმდენად საინტერესოა, რომ მასზე პრეტენზიას კოპენჰაგენის ეროვნული მუზეუმი აცხადებს.