ლუდი და მონელება
ამ ეტაპზე მეცნიერებს უჭირთ განსაზღვრონ ადამიანის ნაწლავის პერისტალტიკისთვის საჭირო ჰერდონიტების სასარგებლო საშუალო ოდენობა
ფინეთის აგროსაკვების კვლევითმა გუნდმა (MTT-Agrifood Research Finland) ცოტა ხნის წინ აღმოაჩინა, რომ ჩვენი ორგანიზმის დამცავი ქიმიური ნაერთების ერთ-ერთი ჯგუფი (ჰორდანიტები) ქერის ალაოში გაცილებით მეტი კონცენტრაციითაა, ვიდრე აქამდე ეგონათ. უფრო მეტიც, ჰორდანიტების მაღალი ოდენობა არამარტო თავად მარცვალშია, არამედ მათგან მოხარშულ ლუდშიც. იაპონელი კოლეგების წინა კვლევებით უკვე დადგენილი იყო ჰორდანიტების ფიზიოლოგიური ეფექტი. მათ ნაწლავის გლუვი კუნთების მუშაობის სტიმულირება შეუძლიათ, თუმცა არავინ ელოდა ლუდში ამ ნაერთების საკმარის ოდენობას. ამ ეტაპზე მეცნიერებს უჭირთ განსაზღვრონ ადამიანის ნაწლავის პერისტალტიკისთვის საჭირო ჰერდონიტების სასარგებლო საშუალო ოდენობა, თუმცა, თავისთავად ცხადია, რომ იგი ლუდის ზოგადად აღიარებული რაოდენობის მოხმარებაზე მეტი ვერ იქნება. „მოცემულ მომენტში დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი აღმოჩენა ალაოზე დაფუძნებული ბევრი ფუნქციონალური საკვები პროდუქტის წარმოებას უხსნის ჰორიზონტს. ჩვენი შემდეგი ნაბიჯი კი ლუდის 200 სახეობის კვლევა და საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვებაა“, – ამბობს MTT ჯგუფის ხელმძღვანელი იუჰამატი პიფლავა.