ლოსიონი ოკეანეში
ეკოლოგიურად უსაფრთხო შემცვლელების შექმნა პრობლემას მოაგვარებს, ამბობს ზღვის ეკოლოგი ჩინცია კორინალდესი
მზისგან დამცავ კრემს ადამიანის კანი არ იწოვს, ამიტომ ყოველწლიურად სანაპირო წყლებში მოხვედრილი მისი რაოდენობა 6000 ტონას აღწევს. ესპანეთის კვლევითი საბჭოს მოხსენებით, კრემის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტის, ტიტანის დიოქსიდის ნანონაწილაკების წყალსა და მზესთან ურთიერთქმედებით წარმოიქმნება წყალბადის ზეჟანგი, რომელიც ანადგურებს ფიტოპლანქტონს.
ეკოლოგიურად უსაფრთხო შემცვლელების შექმნა პრობლემას მოაგვარებს, ამბობს ზღვის ეკოლოგი ჩინცია კორინალდესი. ათ წელზე მეტია კრემის მწარმოებლები ახალი ქიმიური ფორმულის შექმნაზე მუშაობენ.