ნეპალის ცოცხალი ქალღმერთები
ჰიმალაის მთისწინეთში, კატმანდუს ნაყოფიერ ველზე მდებარე ამ ქალაქში 230 000 მაცხოვრებელია, უმრავლესობა - ბუდიზმის მიმდევარი
ნეპალის ცოცხალი ქალღმერთები
ჰიმალაის მთისწინეთში, კატმანდუს ნაყოფიერ ველზე მდებარე ამ ქალაქში 230 000 მაცხოვრებელია, უმრავლესობა - ბუდიზმის მიმდევარი
უნიკა ვაჯრაჩარია ექვსი წლისაა და სკოლაში დადის.
მაგრამ დღეს, შეიძლება ეს ჩვეულებრივი ბავშვი ნეპალის ერთ-ერთ ღვთაებად იქცეს. მორცხვია, თუმცა ცნობისმოყვარეობით სავსე თვალებით მიმზერს, რადგან სახლში უცნობების მიღებას მიჩვეული არ არის. ლოყებზე პაწაწინა ფოსოებს ვამჩნევ, როცა ვეკითხები, რას გააკეთებს, თუკი დღეს ქალღმერთის განსახიერება – კუმარი გახდება. ეს სტატუსი ხომ ადამიანებს მის წინაშე დააჩოქებს.
„მშვიდად ვიქნები, – ღიმილით ამბობს ის, – სკოლაში აღარ გამიშვებენ. სახლში ვიმეცადინებ და ყოველდღე ჩემს თაყვანსაცემად მოსულ ხალხს მივიღებ“.
უნიკა ნევარის ეთნიკური ჯგუფიდანაა, ცხოვრობს პატანში (ქალაქის ოფიციალური სახელწოდებაა ლალიტპური). ჰიმალაის მთისწინეთში, კატმანდუს ნაყოფიერ ველზე მდებარე ამ ქალაქში 230 000 მაცხოვრებელია, უმრავლესობა – ბუდიზმის მიმდევარი. ნევარები საკუთარ თავს კატმანდუს ველის კულტურის მცველებს ეძახიან, საუკუნეებია ისინი პატარა გოგონებს, როგორც ცოცხალ ქალღმერთებს ეთაყვანებიან.
შერჩევის პროცესი საიდუმლო რიტუალია, მას უნიკას მშობლებიც ვერ ესწრებიან…
სრული ვერსია წაიკითხეთ ივნისის ნომერში.