კონფლიქტის კვლევა
ზამთარში ცხვარი თუშეთიდან შირაქში გადმოჰყავთ და გაზაფხულზე მიჰყავთ უკან, ალპურ საძოვრებზე
თანამედროვე ტექნოლოგიები 2-3 წელიწადში იძლევა იმ ინფორმაციას, რასაც ადრე ათეუ-ლი წელი სჭირდებოდა. სახეობათა კონსერვაციის ცენტრის, „ნაკრესის“ წევრებმა 2010-2013 წლებში ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიასთან, 7 ველურ მგელს შეაბეს GPS-ით აღჭურვილი საყელურები, რომლებიც GSM მობილური სიგნალით რეგულარულად იძლეოდნენ ინფორმაციას მგლების ადგილმდებარეობის შესახებ რეალურ დროში. ასე დადგინდა თითოეული მგლის საბინადრო ტერიტორია (600-1700 კვ/კმ სეზონის მიხედვით), მოძრაობის მარშრუტები, მისი სანადირო თუ ცხვარზე თავდასხმის ადგილები და დრო. ზამთარში ცხვარი თუშეთიდან შირაქში (დაცულ ტერიტორიასთან ახლოს) გადმოჰყავთ და გაზაფხულზე მიჰყავთ უკან, ალპურ საძოვრებზე. გავრცელებული მოსაზრება, რომ მგლები ცხვარს სეზონური მიგრაციისას დაჰყვებიან და მეცხვარეებს დამატებით ზარალს აყენებენ, კიდევ უფრო მეტად აღრმავებს კონფლიქტს ადამიანსა და მტაცებელს შორის და ამძიმებს მგლის ისედაც უსამართლო „იმიჯს“. ამ 7 მგლის შემთხვევაში ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ისინი ზაფხულის ნაკლებსაკვებიან მძიმე თვეებსაც კი „საკუთარ სახლში“ ატარებენ. ხშირად, ადამიანს თავად შეჰყავს ცხვარი მგლების კუთვნილ ტერიტორიაზე (ნაკრძალი) და მერე შფოთავს დანაკარგის გამო. „რადიოტელემეტრია ფასდაუდებელი მეთოდია ისეთი საკითხების შესწავლა-რეგულირებისთვის, როგორებიცაა მტაცებლისა და ადამიანის კონფლიქტი თუ დაცული ტერი-ტორიების ოპტიმალური დაგეგმარება. ეს ორივესთვის (მტაცებელი და ადამიანი) მომგებიანია“, – ამბობს „ნაკრესის“ მკვლევარი ბეჟან ლორთქიფანიძე.