მოგზაური ოქროს დისკი
მისიამ, რომელიც თითქმის ოთხი ათწლეულია გრძელდება, კაცობრიობა ფასდაუდებელი ცოდნით გაამდიდრა
მოგზაური ოქროს დისკი
მისიამ, რომელიც თითქმის ოთხი ათწლეულია გრძელდება, კაცობრიობა ფასდაუდებელი ცოდნით გაამდიდრა
38 წლის წინ, ორმა უპილოტო კოსმოსურმა ხომალდმა – „ვოიაჟერ 1-მა“ და „ვოიაჟერ 2-მა“ კანავერალის კონცხიდან (ფლორიდა) სტარტი აიღო და ყველაზე ხანგრძლივ და თავგადასავლებით სავსე მოგზაურობაში გაეშურა. იმ დროისთვის ამ ექსპედიციას ანალოგი არ ჰყავდა. ხომალდებს თითქმის შეუსრულებელი მისია ჰქონდათ – უნდა გაერკვიათ, რა ხდება მზის სისტემის პერიფერიულ პლანეტებზე.

მისიამ, რომელიც თითქმის ოთხი ათწლეულია გრძელდება, კაცობრიობა ფასდაუდებელი ცოდნით გაამდიდრა. და ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი – ოდისეა ახლაც გრძელდება.

ბოლო ინფორმაციით, „ვოიაჟერ 1-მა“ უკვე დატოვა მზის სისტემა და ვარსკვლავთშორის სივრცეში გადავიდა. ის ადამიანის მიერ შექმნილი ყველაზე შორს მყოფი ზონდია (იგივე ხომალდი). მისი ტყუპისცალი – „ვოიაჟერ 2“ კი მზის სისტემის ჰელიოგარსში მოძრაობს.

ტყუპი ზონდების პროექტზე მუშაობა, მათ გაშვებამდე რამდენიმე ათეული წლით ადრე დაიწყო და ბოლოს, 1972 წელს იგი NASA-მ დაამტკიცა. ექვსი წლის შემდეგ, 1977 წლის 20 აგვისტოს კოსმოსში ჯერ „ვოიაჟერ 2“ გაემგზავრა, 16 დღეში კი მას ტყუპისცალიც – „ვოიაჟერ 1“ მიჰყვა…
სრული ვერსია წაიკითხეთ ივლისის ნომერში.