იყო და არა იყო რა, იყო ერთი დრაკონი
ადამიანი, ვინც ეს გეგმა მოიფიქრა, სულაც არ გახლავთ ვარანებზე ტიპური მონადირე
იყო და არა იყო რა, იყო ერთი დრაკონი
ადამიანი, ვინც ეს გეგმა მოიფიქრა, სულაც არ გახლავთ ვარანებზე ტიპური მონადირე
დაკალით თხა. დაჭერით. თქვენ და რამდენიმე ღონიერმა მეგობარმა ზურგზე მოიგდეთ სამი 3-მეტრიანი ფოლადის ხაფანგი, ხორცით სავსე ტომრები და გაუყევით მთებისკენ მიმავალ მომქანცველ გზას პაპანაქება სიცხეში. დააყენეთ პირველი ხაფანგი ხორცის მოზრდილი ნაჭრებით, რამდენიმე ნაჭერი ხეებზეც ჩამოკიდეთ, სუნი რომ დატრიალდეს. გაიარეთ კიდევ რამდენიმე კილომეტრი და იგივე გაიმეორეთ. შემდეგ კიდევ რამდენიმე კილომეტრი და ისევ – იგივე. დაბრუნდით ბანაკში. ერთი ვედრო ცივი წყალი გადაისხით თავზე და ჩათვლიმეთ. მომდევნო ორი დღის განმავლობაში ხაფანგები ამოწმეთ. სავარაუდოდ, ისინი ცარიელი იქნება, მაგრამ თუ ბედი გაქვთ, ერთხელაც ის იქ დაგხვდებათ: მსოფლიოს უდიდესი ხვლიკი – კომოდოს ვარანი, პირქუში შესახედაობის გიგანტი.
ადამიანი, ვინც ეს გეგმა მოიფიქრა, სულაც არ გახლავთ ვარანებზე ტიპური მონადირე. კლაუდიო ჩოფი ფლორენციის უნივერსიტეტის ბიოლოგია, სუსტი აღნაგობითა და კეთილი თვალებით; 1994 წელს ინდონეზიაში ვარანების გენეტიკის შესახებ სადოქტორო ნაშრომის დასაწერად ჩამოვიდა. ველურ გარემოში ცოცხალი რელიქტები პირველად მაშინ ნახა და აღფრთოვანებული დარჩა. მეცნიერები ნაკლებ ყურადღებას უთმობდნენ ამ ხვლიკებს: „მეგონა, აქ ვარანების შემსწავლელი ორგა-ნიზაცია დამხვდებოდა, მაგრამ მსგავსი არაფერი…
სრული ვერსია წაიკითხეთ აგვისტოს ნომერში.