ისრაელში ღრეობის ღმერთი აღმოაჩინეს
I და II საუკუნეებში ნიღაბს, სავარაუდოდ, მსხვერპლშეწირვის, ნადიმისა და ორგიების რიტუალების დროს იყენებდნენ
უძველეს ქალაქ ჰიპოს-სუსიტამდე მიმავალ გზაზე არქეოლოგებმა მძიმე ლითონის ნაჭერი აღმოაჩინეს. ის უნიკალური, ბრინჯაოს ნიღაბი აღმოჩნდა, თითქმის 33 სმ სიმაღლის, რომელიც ფაუნუსს, ტყეების რომაულ ღმერთს გამოსახავს. I და II საუკუნეებში ნიღაბს, სავარაუდოდ, მსხვერპლშეწირვის, ნადიმისა და ორგიების რიტუალების დროს იყენებდნენ. „ბუნებრივია, რომ ქალაქს ერჩივნა ეს ღრეობები მის კედლებს გარეთ გამართულიყო“, – ამბობს გათხრების დირექტორი მაიკლ ეიზენბერგი.