თქვენ სარგებლობთ ბრაუზერის ძალიან ძველი ვერსიით, რის გამოც ჩვენი ვებგვერდი შესაძლოა სრულად ვერ ჩამოიტვირთოს.
გირჩევთ, განაახლოთ ბრაუზერი.

ელ. სტატიები

“სულ რაღაც 717 700 ხე დაგვრჩა დასარგავი” – ვიმხნევებდით თავს, როდესაც აქ პროექტ “აღადგინეს” ბოლო დარგვით სამუშაოებს ვტოვებდით. მათ კი, ვინც ბორჯომის ტყის აღდგენის ამ ინიციატივას სკეპტიკურად უყურებდა, ექსპერიმენტის სახით ღრმად ჩასუნთქვასა და ასე გაჩერებას ვთავაზობდით. დღეს, კი ალისა და ფერფლისაგან სუნთქვაშეკრული ათვლას ხელახლა ვიწყებთ...

“ფართომასშტაბიანმა გაუტყევებამ ნიადაგის ეროზია გამოიწვია, ბუნებრივი რეგენერაცია საკმარისი არ აღმოჩნდა, რათა ნიადაგი და ადგილობრივი ჰაბიტატი აღდგენილიყო. ბიომრავალფეროვნების განადგურებამ მეურნეობისა და კვების ჯაჭვი დაარღვია. ხალხი შიმშილობდა. თვითგადარჩენის უკანასკნელი მცდელობისას, ისინი კაციჭამიები გახდნენ”…

ჰარუკი მურაკამის „ნორვეგიული ტყის“ კითხვა რომ დავიწყე, წარმოდგენა არ მქონდა რომ არც წიგნი იყო მაინცდამაინც ნორვეგიასა და ტყეზე, და არც ის რომ ზუსტად ერთი წლის შემდეგ შემეცნებას სკანდინავიური წიწვოვნების ქვეშ გავაგრძელებდი

ყველას გვახსოვს, რომ 2016 წლის 11 თებერვალს მსოფლიო „ნიუს პორტალები” აფეთქდა! LIGO-ს მეცნიერებმა ოფიციალური და თამამი განცხადება გააკეთეს - გრავიტაციული ტალღები მართლა არსებობს!

ცხრამეტი წელია ჩვენს სიცოცხლით სავსე დედამიწაზე ვცხოვრობ - „მკრთალ ლურჯ წერტილზე“ (როგორც კარლ სეიგანი უწოდებდა). ასტრონომიამ ბავშვობიდან გამიტაცა. მშობლების მითითებული მხატვრული ლიტერატურის კითხვა, ცოტა არ იყოს, მეზარებოდა; რატომღაც თვლიდნენ, რომ მეხუთე კლასში უკვე ქართველი კლასიკოსები უნდა წამეკითხა. მე კი დასურათებული ენციკლოპედიის ფურცვლა მიყვარდა...

დღეს მთელს მსოფლიოში აშკარაა მცდელობა, აქციონ კანაფი საყოველთაოდ მისაღებად - დააწესონ რეგულაციები, შემოიღონ გადასახადი, ანუ მოაქციონ მარიხუანა კანონის ჩარჩოებში და მას სასაქონლო სახე მისცენ. მაგრამ ვიცნობთ კი, ამ მცენარეს რეალურად?

მიწისქვეშა გადასასვლელში, სადაც გაკვეთილების შემდეგ ჩავდიოდით ხოლმე, ფოტომაღაზიის ვიტრინაზე, სუზი კვატროს დიდი პლაკატი იყო გაკრული და აბსოლუტურად დარწმუნებელი ვიყავი რომ მასზე ლამაზი და მშვენიერი, სამყაროში არავინ და არაფერი არსებობდა

ანკარაში, მწერლების კონფერენციაზე რეგისტრაციის დროს აღმოვაჩინე, რომ გოგონას, რომელმაც პროგრამა და მონაწილეების სია გადმომცა, დენიზი ერქვა, რაც ქართულად ზღვას ნიშნავს

საქართველოში, ღვინოს სხვანაირი „ცრემლებიც“ აქვს. ცრემლები, რომლებიც მოგზაურობენ. ცრემლები, რომლებიც გვიმორჩილებენ. ცრემლები, რომლებიც კავკასიის ბრინჯაოს ხანიდან მოედინებიან.