თქვენ სარგებლობთ ბრაუზერის ძალიან ძველი ვერსიით, რის გამოც ჩვენი ვებგვერდი შესაძლოა სრულად ვერ ჩამოიტვირთოს.
გირჩევთ, განაახლოთ ბრაუზერი.

თამარ ბაღაშვილი

“სულ რაღაც 717 700 ხე დაგვრჩა დასარგავი” – ვიმხნევებდით თავს, როდესაც აქ პროექტ “აღადგინეს” ბოლო დარგვით სამუშაოებს ვტოვებდით. მათ კი, ვინც ბორჯომის ტყის აღდგენის ამ ინიციატივას სკეპტიკურად უყურებდა, ექსპერიმენტის სახით ღრმად ჩასუნთქვასა და ასე გაჩერებას ვთავაზობდით. დღეს, კი ალისა და ფერფლისაგან სუნთქვაშეკრული ათვლას ხელახლა ვიწყებთ...

“ფართომასშტაბიანმა გაუტყევებამ ნიადაგის ეროზია გამოიწვია, ბუნებრივი რეგენერაცია საკმარისი არ აღმოჩნდა, რათა ნიადაგი და ადგილობრივი ჰაბიტატი აღდგენილიყო. ბიომრავალფეროვნების განადგურებამ მეურნეობისა და კვების ჯაჭვი დაარღვია. ხალხი შიმშილობდა. თვითგადარჩენის უკანასკნელი მცდელობისას, ისინი კაციჭამიები გახდნენ”…

ჰარუკი მურაკამის „ნორვეგიული ტყის“ კითხვა რომ დავიწყე, წარმოდგენა არ მქონდა რომ არც წიგნი იყო მაინცდამაინც ნორვეგიასა და ტყეზე, და არც ის რომ ზუსტად ერთი წლის შემდეგ შემეცნებას სკანდინავიური წიწვოვნების ქვეშ გავაგრძელებდი