თქვენ სარგებლობთ ბრაუზერის ძალიან ძველი ვერსიით, რის გამოც ჩვენი ვებგვერდი შესაძლოა სრულად ვერ ჩამოიტვირთოს.
გირჩევთ, განაახლოთ ბრაუზერი.

ხედვა

წყნარი ოკეანის ატოლი სახელად პინგელაპი, რომელიც აქ ინფრაწითელითაა გამოსახული, დალტონიზმით დაავადებულთა კუნძულადაა ცნობილი, რადგან მოსახლეობის 10%-ს აქრომატოფსიის გენი აქვს, რომელიც სრულ დალტონიზმს იწვევს.

ფოტოზე ქალაქის პეიზაჟის ნაწილია ასახული, რომელიც ტაიფუნის მიერ დასველებულ სარეკრეაციო ადგილზე ირეკლება.

კაოსიუნში, ფლორენტინ ჰოფმანის 18-მეტრიან გასაბერ სკულპტურას – „რეზინის იხვს“ მიუძღვნეს დადგმა, რომელშიც კოსტიუმირებული გოგონები მონაწილეობდნენ.

ჩინეთის ყველაზე ჩრდილოეთ, ხეილუნძიანის პროვინციაში, ხარბინის ყოველწლიურ საერთაშორისო ყინულისა და თოვლის ფესტივალზე დამთვალიერებლები ყინულის ლაბირინთში დადიან.

ნიუ-იორკის ცენტრალ-პარკში ენოტები შეკრებილან და სტუმრებისგან დაპურებას ელიან. მათი კვება აკრძალულია; საჭიროც არაა - თავადაც შოულობენ საკვებს.

მიჩოაკანის შტატის დათოვლილი ტყე დაღუპული პეპლებითაა მოფარდაგებული. სულ მცირე, 9 მილიონი პეპელა შეეწირა, სავარაუდოდ, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ, უჩვეულოდ ინტენსიურ გაზაფხულის შტორმს.

დამთვალიერებლები „უნისფეროს“ ძირში განლაგებულ 96 შადრევანში გრილდებიან. ნიუ-იორკის ფლაშინგ-მედოუსის პარკში მდებარე ეს უჟანგავი რკინის ვეებერთელა გლობუსი 1964-65 წლების მსოფლიო გამოფენას გვახსენებს. მისი სარტყლები პირველი სამი ორბიტული ფრენის სიმბოლოა, რომლებმაც კოსმოსური ხანის დადგომა გვამცნეს.

გარზის ტიბეტურ ავტონომიურ პრეფექტურაში, მსოფლიოში უდიდეს ბუდისტურ აკადემიასა და მონასტერს – ლარუნგ გარს, გარშემო წითელი სახლები აკრავს. ფოტო დაისზეა გადაღებული.

ქუანგ-პუ-კაუში გუნდრუკის შეღებილი კონები შრება. არომატული მასალის დაწვით მნიშვნელოვანი მოვლენების აღნიშვნა და სულების სამყაროსთან დაკავშირება ვიეტნამური კულტურის ნაწილია.