თქვენ სარგებლობთ ბრაუზერის ძალიან ძველი ვერსიით, რის გამოც ჩვენი ვებგვერდი შესაძლოა სრულად ვერ ჩამოიტვირთოს.
გირჩევთ, განაახლოთ ბრაუზერი.

ხედვა

შვიდი დღის 4,5-მეტრიანი კუზა ვეშაპი ვავაუს კუნძულებთან დაცურავს. ეს სახეობა ამ ტერიტორიებს შთამომავლობის მოსავლენად სტუმრობს.

სონორანის უდაბნო, არიზონა. ამ კომპოზიტურ გამოსახულებაზე ცას ელექტრული ქარიშხალი და ცისარტყელა იყოფს. არიზონის ქედები ხელს უწყობს ჭექა-ქუხილისა და ელვის ფორმირებას.

მწყემსებს ცხვრის ფარა ბიტლის პროვინციიდან ნემრუტ-დაღის საძოვრებზე გადაჰყავთ. თურქეთის არიდული აღმოსავლეთი, მკაცრი კლიმატის გამო, მეცხოველეობაზეა დამოკიდებული.

იანგონის განაპირას მდებარე აგურის ქარხანაში, ჩვილი ჰამაკში ნებივრობს. ბავშვის დედა საღუმელეში მუშაობს. აქ ბევრი ოჯახი შრომობს და კიდეც ცხოვრობს.

ნებრასკაში, დენტონთან მდებარე სახლი ელვამ გაანათა. 20 წუთის განმავლობაში ოთხ ფოტოზე აღბეჭდილ მოვლენას ღრუბლებს შორის ელვას უწოდებენ.

ნისლიან შავ ტყეში მელა დუგლასის სოჭზე მიიკვლევს გზას. ჩრდილოეთ ჰემფშირის ეს მკვიდრი სხვადასხვა კულტურაში მლიქვნელობის სიმბოლოდაა მიჩნეული.

ამ დალისეულ ფოტოზე რგოლიანი პარაკიტები ჰიტერ გრინის სასაფლაოსთან, ღამის გასათევად მიიჩქარიან. ამ ქალაქში ათასობით უცხო წარმოშობის ფრინველთა სხვადასხვა სახეობა ცხოვრობს.

ბრევარდი, ჩრდილოეთი კაროლინა. დასავლეთამერიკული ციცინათელები ტყეს აელვარებენ. გამოსახულება მიღებულია 30-წუთიანი ექსპოზიციის 300 კადრის ერთმანეთზე მიბმით.

ჰონკონგი. ამ თავბრუდამხვევ ხედზე ღრუბლები მოძრაობენ კერი-ბეის რაიონის თავზე და ქალაქის სინათლეებს ირეკლავენ. 18-20-სართულიანი შენობების უმეტესობა 1972 წელს აშენდა.