თქვენ სარგებლობთ ბრაუზერის ძალიან ძველი ვერსიით, რის გამოც ჩვენი ვებგვერდი შესაძლოა სრულად ვერ ჩამოიტვირთოს.
გირჩევთ, განაახლოთ ბრაუზერი.

ხედვა

შეწყვილების სეზონის მოახლოებასთან ერთად, ეს ორი გომბეშო ინტიმურ ნაცნობობას ამყარებს ლეზ-რივერში. ამ რეპროდუქციული ჩახუტებისას, შედარებით პატარა მამრი მდედრს წინა თათებით ქვეშ იქცევს.

ზამთარში სიერა-დე-გრაზალემის ბუნებრივ პარკში (ანდალუსია) წვიმით მკვებავ ტბორში ფე-რებისა და სიცოცხლის ზეიმია. ნემსიწვერას ფოთლები, ჟანგბადის გაყინული ბუშტულები და წყალმცენარეები თხელი ყინულის ქვეშ თანაცხოვრობენ.

ინგლისი. მოულტონში მინდვრის თაგვი ქოლგოსან მცენარეზე წამოსკუპებულა. ეს ინდივიდი ტყვეობაში გაიზარდა, შემდეგ მიკროჩიპი დაუმაგრეს და გაუშვეს, ამ მოუხელთებელი სახეობის თვითგადარჩენის უნარებს რომ დაკვირვებოდნენ.

იე პენგის ფესტივალზე, ჩიანგმაიში, ღამის ცას მოციმციმე ფარნები ანათებს. ბუდიზმიდან წამოსული ტრადიცია სულიერ განწმენდას განასახიერებს. ფარანი (კჰომ ლოი) ბრინჯის ქაღალდისგან არის დამზადებული.

ეს მარჯნის სოკო სამხრეთ კაროლინის ლაბორატორიის რეზერვუარში მუქ ფონზე გაფურჩქნილ ყვავილს წააგავს. ამ უხერხემლოებს იყენებენ მცენარეების გასამრავლებლად. კომპოზიციის შესაქმნელად თვრამეტი ფოტო გააერთიანეს.

შემოდგომისას ნეკერჩხლის ფოთოლცვენა, შინჯუკუ გიოენის ეროვნულ ბაღში, მართლაც თვალწარმტაცი სანახაობაა. ტოკიოს ეს ნაწილი შესაფერისი ადგილია საუკუნოვანი ტრადიციით ტკბობისთვის.

Concurs de Castells-ის შეჯიბრი, ტარაგონა. გუნდის ასობით წევრი ერთი ფერის მაისურებში გამოწყობილა და კოშკის აღმართვას ცდილობს. ეს კატალონიური ტრადიცია მე-18 საუკუნიდან დამკვიდრდა.

ვინ-ჰაი. ქალები მწვანე თევზსაჭერ ბადეებს ქსოვენ. ისინი თითქოს აღელვებულ ზღვის ტალღებში სხედან. ვიეტნამში თევზი ცილის ძირითადი წყაროა. ამ ქვეყანაში კრევეტისა და ლოქოსებრთა სანაშენეებიცაა მოწყობილი.

კენორა. აკვარიუმის წყალში ალუბალი პაწაწინა ბუშტულებითაა დაფარული. სითხე ნახშირორჟანგით არის გაჯერებული, რომელიც ზევით ამოსვლამდე გლუვ ზედაპირზე გროვდება.

წყალმცენარეებში გახვეული მყვინთავი ლურჯი ტბებიდან ერთ-ერთს, ჩირეკ-კულს იკვლევს. 2012 წლის ექსპედიციისას, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ღრმა კარსტული ტბის კვლევისას, 209 მეტრის სიღრმემდე ჩააღწიეს.