თქვენ სარგებლობთ ბრაუზერის ძალიან ძველი ვერსიით, რის გამოც ჩვენი ვებგვერდი შესაძლოა სრულად ვერ ჩამოიტვირთოს.
გირჩევთ, განაახლოთ ბრაუზერი.

ხედვა

მშიერი კალიების ღრუბელი ისალოს ეროვნულ პარკში ეშვება. ეს იშვიათი მოვლენაა. ათ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ, წვიმიანი სეზონის შემდეგ, კალიების რაოდენობა მკვეთრად იზრდება.

ლონდონის რიჩმონდის პარკში კეთილშობილი ირემი შეწყვილების სეზონისთვის ემზადება. სექტემბრიდან ნოემბრამდე ზრდასრული მამრები მდედრების მოსაზიდად და მეტოქეების დასაფრთხობად ღმუიან და რქებით ბუჩქებს თელავენ.

მოდრეიფე მედუზა პატარა გველკუდებს „მასპინძლობს“. მეცნიერებმა არ იციან, რატომ ერწყმის ერთმანეთს ეს ორი უხერხემლო. მედუზა გველკუდების საკვებს, დაცვასა და ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

ტალინის ძველ პორტში ყინულისთავიანი ხის ბოძები ზღვის ზედაპირზე სოკოებივით გამწკრივებულან. პალიასარის ნახევარკუნძულზე დოკის ეს ნარჩენები კარგად მოჩანს უჩვეულოდ დაბალი მიქცევის დროს.

კუნძული პლენო. სუბანტარქტიკული პინგვინები გაზაფხულობით წყვილდებიან. საშუალოდ, 5 კგ და 75 სმ სიმაღლის ათასამდე პინგვინი ერთმანეთს ქარბუქის დროს იცნობს.

დასავლეთი ბესკიდები. წიფლისა და ნაძვის ხეები ყინულის ზოლებით მოირთო. კარპატების მთის მასივი პოლონეთსა და სლოვაკეთსაც ესაზღვრება. 1973 წლიდან ის დაცული ტერიტორიაა.

მანიტობა. ვაპუსკის ეროვნულ პარკში თეთრი დათვი ბელთან მოკალათებულა. „სამშობიარო“ ბუნაგს გაზაფხულზე ტოვებენ. ამავე დროს, ჰუდსონის ყურესთან სელაპები შობენ ნაშიერებს.

ერთკვირიანი თოვისა და ქარბუქის შედეგად, იავორნიკის მთაზე ნისლი გაყინულა და ხეებიც ფანტასტიკურ ყინულის ფორმაციებად ქცეულან.

ორლიკის მთებში მდებარე ეს გაყინული სახლი ერთგვარი ბაზაა ძაღლებშებმული მარხილებით რბოლის მონაწილეებისთვის. 240-კილომეტრიან რბოლაში 700 ძაღლი გამოჰყავთ.