თქვენ სარგებლობთ ბრაუზერის ძალიან ძველი ვერსიით, რის გამოც ჩვენი ვებგვერდი შესაძლოა სრულად ვერ ჩამოიტვირთოს.
გირჩევთ, განაახლოთ ბრაუზერი.

ხედვა

მთელი ღამის თოვა ანელებს ქაბულის მაცხოვრებლების ნაბიჯებს ორშაბათ დილას. ქუჩაში ჩამწკრივებული დროშები ავღანეთის პარლამენტის გახსნის მაუწყებელია.

მუსულმანი მომლოცველებით სავსე განათებული დიდი მეჩეთი მექაში. მწუხრი თორმეტსაათიანი მარხვის დასრულებას მოასწავებს. ისინი უმრას სამლოცველო მსვლელობაში მონაწილეობენ რამადანის დროს. როგორც წმინდა ჰაჯის აღსრულებისას, გარს უვლიან კუბის ფორმის ქააბას, ისლამის უწმინდეს ადგილს.

სან ბართოლომე დე პინარესი. წმინდა ანტონის ლუმინარიების დღესასწაული. კოცონებს შორის ჭენებისას ცხენს ცეცხლის ალი შთანთქავს. დამწვრობა რომ არ მიიღოს, ცხენი დასველებულია. ეს, ხალხის რწმენით, ცხენების განწმენდის რიტუალია, რომელიც ცხოველების დალოცვის რიტუალის წინა ღამით სრულდება.

გამთენიისას ოდობეშტის მახლობლად, სოფლის შარაზე, თინეიჯერი მორების სახერხად ადგილობრივ მცხოვრებთა ფერმებში მიდის. ზამთარში აქ გასათბობად და საჭმლის მოსამზადებლად შეშას იმარაგებენ. ამიტომ ტყისმჭრელებზე მოთხოვნა იზრდება.

ბავარიის ცუგსშპითცეს მთის თავზე, ბაგირზე მოსიარულე შვეიცარიელი არტისტი ფრედი ნოკი უახლოვდება თავის 2011 წლის მიზანს – გაიაროს წონასწორობის დამცავი ჭოკის გარეშე. მან ეს შეძლო, რასაც ფოტოგრაფებიც შეესწრნენ.

მწუხრისას, ადიდებულ მდინარე ბრაჰმაპუტრას მიერ დატოვებულ ტბორში, მეთევზე ბამბუკის გრძელი ჭოკებით მართავს უზარმაზარ სათევზაო ბადეს. ეს ადგილი ახლოსაა ქალაქ გუვაჰატისთან, ჩრდილო აღმოსავლეთი ინდოეთის უმნიშვნელოვანეს მდინარის პორტთან.