თქვენ სარგებლობთ ბრაუზერის ძალიან ძველი ვერსიით, რის გამოც ჩვენი ვებგვერდი შესაძლოა სრულად ვერ ჩამოიტვირთოს.
გირჩევთ, განაახლოთ ბრაუზერი.

ხედვა

გუილინი. ბრეზენტით დაფარული, გავარვარებული ნათურებით განათებული მანეკენები ჩრდილების თეატრის ფიგურებს ჰგავს და მყიდველს იზიდავს. პოპულარულ ღამის მაღაზიაში ტანსაცმელი, ბიჟუტერია, საკვები და სხვა საქონელი იყიდება.

მზის ჩასვლა ნოვეს მახლობლად. მინდორს ხის ჩრდილები ეცემა. წითელი ყაყაჩოები მწვანე ყანაში - ისე ჩანს თითქოს ფუნჯი გადაუსვესო. ამ აბსტრაქტულ-ექსპრესიონისტული ფოტოს გადასაღებად ფოტოგრაფმა პომერანიას პარაპლანით გადაუფრინა.

„ძლიერი მამაკაცის" ტიტულის მფლობელი გრეგორ ედმუნდსი 7 კგ-იან ლითონის სახელურიან უროს ისვრის. „კაუალის თამაშები" დუნუნში ყოველწლიურად ტარდება. ეს სამდღიანი ღონისძიებაა, სადაც ტრადიციულ შეჯიბრებებში მონაწილეობა სტუმრებსაც შეუძლიათ.

სვეტლანა პავლოვას გარშემო ჰულაჰუპი ბზრიალებს. სვეტლანა ლილიპუტების მოხეტიალე ცირკის დასის მოცეკვავეა. დასის მსახიობები თავს პატარა ვარსკვლავებს უწოდებენ.

ველური ბუნების გადარჩენის ცენტრში (კილმორი, ვიქტორია) 5 თვის კენგურუ ანზაკი და ვომბატი პეგი ერთმანეთს ეხუტებიან. დედა ორივეს მოუკვდა. იმედოვნებენ, რომ საბოლოოდ მათ ბუნებაში დააბრუნებენ.

ფეიერვერკი 3 ივლისს, სავსე მთვარის წინ. გასულ წელს პირსონ პარკში (კანზას-სიტი, კანზასი) ასე იზეიმეს ერთი დღით ადრე აშშ-ის დამოიკიდებლობის დღე.

"ტაუერ სტულ კომპანიის" (ფეითი, სამხრეთი დაკოტა) ნიშანი ავტოფარეხის კარზე: ვაიომინგის ეშმაკის კოშკის ("დევილზ ტაუერის") გამოსახულება. მხატვარი ნორმან ბლუ არმი.

პეკინის სახერხი ქარხანა. ლიუ ბოლინის სერიიდან „დამალვა ქალაქში“. ხელოვანი კამუფლაჟით იმოსება. შერჩეულია ისეთი პოზიცია, რომ ბოლინი თვალთახედვის არედან გაუჩინარდეს.

ენერგიით დამუხტული სამზარეულო. ლაზერული განათება. 24-წუთიანი ექსპოზიცია. იატაკზე მწოლიარე ადამიანმა თავისი ელექტრული კონტური დატოვა.

ებრაელების ქორწილი თელ-ავივის მახლობლად. მთავარი რაბინი (ცენტრში, თეთრ სამოსში) და სასიძო (ცენტრში, მარცხნივ). ხასიდები ( იუდაიზმის ერთ-ერთი მიმდინარეობის წევრები) იკრიბებიან. ათსაათიან ცერემონიაზე მამაკაცები და ქალები სხვადასხვა მხარეს დგანან.