თქვენ სარგებლობთ ბრაუზერის ძალიან ძველი ვერსიით, რის გამოც ჩვენი ვებგვერდი შესაძლოა სრულად ვერ ჩამოიტვირთოს.
გირჩევთ, განაახლოთ ბრაუზერი.

ხედვა

ტარნა-გურაზე ასასვლელ საბაგიროს ადგილიდან თუ შეხედავთ, მხოლოდ ერთ შესასვლელს დაინახავთ. მოტორიანი პარაპლანიდან კი მოთხილამურეები ფუნჯის ერთი მოსმით დახატულ ფერად ფიგურებს გვანან. ფოტოგრაფი კასპერ კოვალსკი ცდილობს "ყოველდღიური სიტუაციები აბსტრაქტულად წარმოაჩინოს".

ჯიგოკუდანი - „ჯოჯოხეთის ხეობა“ ცხელი წყაროებით სახელგანთქმული მაიმუნების პარკია. ძლიერი ყინვებისას ჯიგოკუდანი სამოთხეა იქაური მაკაკებისთვის.

2013 წლის 23 იანვარს ჩიკაგოში საწყობის პლატფორმა სამხრეთ პოლუსს მოგაგონებდათ. ხანძრის ჩაქრობის შემდეგ 17-13 C-ზე გაყინული წყლის ჭავლი ხელოვნების ნიმუშად იქცა.

სანთლები მარია ლიონსას სულის გამოძახებაში ეხმარება. ეს განსაწმენდელი რიტუალი, რომელიც ვენესუელაში სერო-დე-სორტესკენ მორწმუნეთა ყოველწლიური სვლის დროს ტარდება, “ველასიონის” სახელითაა ცნობილი.

სინაის ნახევარკუნძულზე, ქალაქ სენტ-კატერინში, ბედუინების პატარძლის ოჯახის წევრები და საქმრო ქორწილის შემდეგ ცეკვავენ.

70-იან წლებამდე იალის ტომი ჯაიავიჯაიას მთებში თანამედროვე სამყაროსგან იზოლირებულად ცხოვრობდა. ამ სცენაზე მამაკაცები ორმოში ჩაწყობილ ცხელ ქვებზე ღორებს წვავენ.

ნენებს - აბორიგენ მწყემსებს, ციმბირის კოვბოები უწოდეს. მათ ერთ ადგილზე დამკვიდრებას აიძულებენ. მიწებსაც კარგავენ, მაგრამ თავისას არ იშლიან და ჩრდილოეთის ირმებს დააქროლებენ.

ორი შავწარბა ალბატროსი თავიანთ კოლონიაში ბუდობს. ეს ფოტოები სალგადოს "გენეზისის წიგნიდანაა". მან 8 წელიწადში ფირზე აღბეჭდა ის, რაც 32 ქვეყანაში "ჯერ კიდევ ხელთუქმნელია".