ხედვა
ევრაზიული თახვი გზას მიიკვლევს თავისი ქოხისკენ მდინარე ლუარაში. საუკუნის წინ ნადირობამ იგი თითქმის გაანადგურა: მხოლოდ 1200 თახვი შემორჩა. დღეს კი ამ მღრღნელის მილიონი ინდივიდია დაცული, უმეტესად - ევროპაში.
16 წლის ბიჭის თვალი. სილამაზე ჩვენს თვალშია. თვალის ფერადი გარსის აგებულება გადიდებული მასშტაბითაა ნაჩვენები. ცენტრში შავი წრე გუგაა, ხოლო რქოვანა წამწამებს ირეკლავს. ქუთუთოები ვარდისფერ რკალებს ჰგავს.