თქვენ სარგებლობთ ბრაუზერის ძალიან ძველი ვერსიით, რის გამოც ჩვენი ვებგვერდი შესაძლოა სრულად ვერ ჩამოიტვირთოს.
გირჩევთ, განაახლოთ ბრაუზერი.

ხედვა

ბიოლუმინისცენციის უნარის მქონე ათობით სოკო კუნძზე იზრდება. სავსე მთვარის შუქზე მწვანე ღეროები ბრწყინავენ. ეს სახეობა (Mycena lucentipes) ბრაზილიისა და პუერტო-რიკოს ტროპიკულ ტყეებში იზრდება. მისი საკვებად ვარგისიანობა - უცნობია.

მოსტარში შეჯიბრის მონაწილე "დაივერი" XVI საუკუნის ხიდიდან მდინარე ნერეტვაში ჩირაღდნებით ხტება. 24 მეტრიანი კირქვის მალი (1993 წელს ომის დროს დანგრეული), 2004 წელს აღადგინეს. ძველი ხიდი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.

პენიაფიელში ანგელოზის დაშვების ფესტივალზე, 7 წლის პაბლო ლილ რეკეხო ზემოდან ეშვება, რომ ქალწულ მარიამს სამგლოვიარო ვუალი მოხსნას. აღდგომის ეს უძველესი ცერემონია ყოველწლიურად 2500-მდე მაყურებელს იზიდავს.

კამჩატკაზე ჩირაღდნით განათებული ყინულის გამოქვაბული ჯოჯოხეთის შესასვლელს ჰგავს. კედლები და ჭერი 5 მეტრი სისქის თოვლის ფენებია. ეს საოცარი რელიეფი მუტნოვსკის ვულკანის ცხელმა წყაროებმა გამოკვეთეს.

ხელიხელჩაკიდებულმა 138-მა პარაშუტისტმა თავისუფალი ვარდნისას ჰაერში ფიფქი მოხაზა. თავდაყირა მფრინავ ფოტოგრაფს ჩაფხუტზე დამაგრებული აპარატის ჩამრთველი პირით ეჭირა.

სვაკოპმუნდთან, უდაბნოს დიუნებზე, თვეში 300-მდე ადამიანი სპორტის ახალი სახეობით “სენდბორდით“ ერთობა. მოყვარულები ამბობენ, რომ ქვიშაზე ნელა სრიალებ, მაგრამ თოვლთან შედარებით, მსუბუქად ეცემი.

29 მეტრიდან უფსკრულში გადაშვება ბევრ მოკვდავს ძარღვებში სისხლს გაუყინავდა, მაგრამ არა კოლუმბიელ მყვინთავს, ორლანდო დუკეს. „ამ მომენტში მშვიდად ვარ“, - თქვა მან კლდიდან დაივინგის მსოფლიო ტურის დროს.

თეატრალური ვიტრინის მიღმა, ფლორიდის "ვიკი-ვაჩი სპრინგსის" სახელმწიფო პარკში, ნიკი ჩიკონსკი ბუშტულებში ცურავს. მოხერხებულად განთავსებული შლანგებით სირინოზები ჰაერს ჩაისუნთქავენ და შემდეგ აკვალანგის გარეშე განაგრძობენ წარმოდგენას.

ლანდმანალოგარის ზეგანზე, ლიპარიტის ფერადი მთები ისლანდიის ყველაზე პოპულარული საფეხმავლო ტურისტული მარშრუტია. მოუკირწლავი გზების გამო, იქ მისვლა რთულია. მდინარეებზე გადასვლა კი მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით შეიძლება.

ბერები ტრადიციულ ცეკვაში ვარჯიშობენ რინპუნგ ძონგის 1646 წლით დათარიღებულ ციხესიმაგრისა და სამონასტრო კომპლექსის ეზოში (პაროს ხეობა). აქ ახლა მუნიციპალიტეტის რეზიდენციაა.