ხედვა
მილნ-ბეიში თევზის გუნდები მარჯნით დაფარულ ნავმისადგომთან ტრიალებენ. თბილი წყლები (მარჯნის სამკუთხედის ცოცხალი ორგანიზმებით სავსე საზღვაო რაიონის ნაწილი) ათასობით სახეობის თევზის საბინადროა.
მინდორში მიმავალი ბებია და შვილიშვილი ოთხთვალაში სხედან. იქვეა "ცხენისთავიანი" მოხალისე, რომელიც მოსავლის ფესტივალს რეკლამას უკეთებს. მის სიურრეალისტურ სამოსს გლეხები ყურადღებას არც აქცევენ.
ჰუიე. ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ქალები, გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად, ქაღალდის ყვავილის სანთლებს მდინარე ჰიონგში უშვებენ. აზიაში გავრცელებული ეს ბუდისტური დღესასწაული შუასაუკუნეების ჩინეთიდან მოდის.