თქვენ სარგებლობთ ბრაუზერის ძალიან ძველი ვერსიით, რის გამოც ჩვენი ვებგვერდი შესაძლოა სრულად ვერ ჩამოიტვირთოს.
გირჩევთ, განაახლოთ ბრაუზერი.

ხედვა

ფერბენკსის (ალასკა) უნივერსიტეტის ლაბორატორიაში ამერიკულ ციყვებს ზამთრის ძილის პერიოდში იკვლევენ. მათ თავის დაუზიანებლად შეუძლიათ სხეულის ტემპერატურა გაყინვის წერტილზე დაბლა დასწიონ.

თეთრი ქაღალდის უნაკერო ფურცელს, რომელიც ისეა დაკეცილი, რომ თვალის ფორმა აქვს მიღებული, ზევიდან თუ დახედავთ, „ნიუ-იორკ-სიტი ბალეტის“ 81 მოცეკვავეს დაინახავთ.

ხუნხე-ხანის ბრინჯის ტერასები ფერების მოზაიკაა: მწვანე ბუჩქები, წითელი ლემნა და მორწყულ მინდვრებზე არეკლილი ლურჯი ცა. ხანის მოსახლეობა აილაოს ფერდობების 16 000 ჰექტარს 13 საუკუნის განმავლობაში ამუშავებდა.

საკუთარ ქორწილში ფატმა ინუსმა სახე ზიზილ-პიპილებით, საღებავითა და ფერადი ფირფიტებით დაიმშვენა. ეს ტრადიცია (გელინა) სტატუსის შეცვლას აღნიშნავს. მას პომაკები (ბულგარულენოვანი მაჰმადიანები) მიმართავენ. ზეიმში ასობით თანასოფლელი ერთვება.

გუაიაკან-დე-სიკვირესი. წითელთვალა ვასაკა ნახევრად გამჭვირვალე ქუთუთოებით იცქირება. ამ 7,5 სმ სიგრძის შხამიანი ამფიბიის ალისფერი თვალები - გამაფრთხილებელი შეფერილობის - თავდაცვითი სტრატეგიის მაგალითია.

ახალგაზრდა ქალი ესკალატორზე ტოკიოს სავაჭრო ცენტრ „ომოტესან-დო ჰარაჯუკუ პლაზას“ კა-ლეიდოსკოპური ეფექტის შესასვლელში. უკან სარკეები მყიდველთა გამოსახულებებს ირეკლავენ.

ინით მოხატული პატარძლები ჯგუფური საქორწინო ცერემონიის დაწყებას ელიან. მუმბაიში 35 წყვილი მონაწილეობდა ცერემონიაში, რომელიც ღარიბი ოჯახების ხარჯების შემცირების მიზნით მოეწყო.