თქვენ სარგებლობთ ბრაუზერის ძალიან ძველი ვერსიით, რის გამოც ჩვენი ვებგვერდი შესაძლოა სრულად ვერ ჩამოიტვირთოს.
გირჩევთ, განაახლოთ ბრაუზერი.

ხედვა

ბრაზილია-არგენტინის საზღვართან დაძრული პეპლების ქარბუქი მდინარე იგუასუს ნაპირებზე ეშვება. ამ თეთრულასებრებს მინერალებით მდიდარი გუბურები იზიდავთ.

ადუღებულ წყალში ჩაყრილი, აზიური თევზის ბაზრებისთვის დაჭერილი 10 სმ-იანი ამერიკული გველთევზები მინის თეფშზე მაკარონივით იკლაკნებიან.

სოფელ ნანდგაონში ყვითელ-მწვანე ფხვნილში ამოთხვრილი ეს ხუთი ადამიანი ლათმარ-ჰოლის ყოველწლიურ ფესტივალს აღნიშნავს, რომლის ფესვები ჰინდუს მითოლოგიაშია.

ვიტი-ლევუსთან ხარ-ზვიგენები თევზს მიირთმევენ. „ზვიგენთა რიფის საზღვაო ნაკრძალში“ ზვიგენების 8 და მცირე ზომის თევზების 400-მდე სახეობა ბინადრობს.

ერიტრეელი წყვილი საქორწინო ამალასთან ფოტოს გადასაღებად ემზადება. ისრაელი ერიტრეიდან წამოსული 34 ათასი თავშესაფრის მაძიებლის საცხოვრებელია.

უისტმანის ტყე ნისლის ჯადოსნურ საბურველშია გახვეული. ამბობენ, რომ დარტმურის ეროვნული პარკის ამ ნაწილში ფერიები, დრუიდები და დემონები სახლობენ.

ბრეიოამერკურჯოკულის მყინვართან, ნავში მყოფი ადამიანი ჯუჯად მოჩანს. ზაფხულში ყინულების დნობა გვირაბს აფართოებს და მას ადიდებული მდინარე ავსებს.

Gardens by the Bay-ში ადამიანების შექმნილი „სუპერხეების“ სიმაღლე 25-დან 50 მეტრამდე მერყეობს. ეკოტურისტული ზონა სუფთა წყალს, მზის ენერგიას და ბოტანიკურ მრავალფეროვნებას გვთავაზობს.