თქვენ სარგებლობთ ბრაუზერის ძალიან ძველი ვერსიით, რის გამოც ჩვენი ვებგვერდი შესაძლოა სრულად ვერ ჩამოიტვირთოს.
გირჩევთ, განაახლოთ ბრაუზერი.

ხედვა

მდინარე ვისტულას (კრაკოვი) დათოვლილ ნაპირებზე მოჩანს ადამიანის სილუეტი, რომელიც თეთრ გედებს, მუქი ბუმბულით შემოსილ იხვებსა და მელოტებს უმასპინძლდება ყინულივით ცივ წყალში.

29 საათის განმავლობაში, სასტუმრო „ერთგული მოხუცის“ თავზე, უილქსმა გეიზერის 2625 ფოტო გადაიღო. ეს გეიზერები იელოუსტოუნის ეროვნული პარკის ერთ-ერთი მთავარი ღირს-შესანიშნაობაა. ის მზისა და მთვარის ამოსვლას დააკვირდა და ორივე ეს პროცესი ერთ კომპო-ზიტურ გამოსახულებაში მოათავსა.

იოსემიტის ამ ხედისთვის 26 საათის განმავლობაში, ფოტოგრაფმა სტივენ უილქსმა 1036 ფოტო გადაიღო. ზოგიერთი კადრი ღამის 3 საათზეა გადაღებული, როდესაც სავსე მთვარე ელ-კაპიტ-ნის მთას ანათებს. შემდეგ შერჩეული სურათები ამ პანორამის მისაღებად გააერთიანა.

ტანზანიის სერენგეტის პარკი. უილქსმა 30 საათი გაატარა ნიანგებზე სანადირო სამალავში, რათა სარწყულებლის ირგვლივ სიცოცხლის მოძრაობა გადაეღო. მზის ენერგიაზე მომუშავე ხელ-საწყოს გამოყენებით, მან 2260 ფოტო გადაიღო ამ სურათის შესაქმნელად.

სანტა-კლაუსის ფორმაში გამოწყობილი მყვინთავი ზებრისებრ ზვიგენთან ერთად დაცურავს "სანშაინის" აკვარიუმში. ეს ყოველწლიური საშობაო ზეიმის ნაწილია.

ფრანკლინის კუნძული. ძლიერმა ქარებმა და ბობოქარმა ტალღებმა ორი აისბერგი შესაჯახებლად გაწირა. ეს აისბერგები, შესაძლოა, როსის ყინულოვან რიფს მოსწყდნენ.

ფრიალო კლდე და მოაჯირების არარსებობა ვერ აფერხებს ვიზიტორებს, რომლებიც ორსაათიან ლაშქრობაში მიდიან პრეკესტულენზე, იმავე პულპიტის კლდეზე ასაცოცებლად.

აქლემი გიზის პირამიდების ფონზე ამთქნარებს. ამ აკლდამებიდან უდიდესი 2,3 მილიონი ქვისგან შედგება და 147 მ სიმაღლისაა.

ნორტ-შორზე (ოაჰუ, ჰავაი) ორი სამყარო იკვეთება: ტალღის თაღში სერფერი შედის (მარჯვნივ); ჩაყვინთული ფოტოგრაფები მის წინსვლას აფიქსირებენ (მარცხნივ).