თქვენ სარგებლობთ ბრაუზერის ძალიან ძველი ვერსიით, რის გამოც ჩვენი ვებგვერდი შესაძლოა სრულად ვერ ჩამოიტვირთოს.
გირჩევთ, განაახლოთ ბრაუზერი.

სტივენ უილქსი

29 საათის განმავლობაში, სასტუმრო „ერთგული მოხუცის“ თავზე, უილქსმა გეიზერის 2625 ფოტო გადაიღო. ეს გეიზერები იელოუსტოუნის ეროვნული პარკის ერთ-ერთი მთავარი ღირს-შესანიშნაობაა. ის მზისა და მთვარის ამოსვლას დააკვირდა და ორივე ეს პროცესი ერთ კომპო-ზიტურ გამოსახულებაში მოათავსა.

იოსემიტის ამ ხედისთვის 26 საათის განმავლობაში, ფოტოგრაფმა სტივენ უილქსმა 1036 ფოტო გადაიღო. ზოგიერთი კადრი ღამის 3 საათზეა გადაღებული, როდესაც სავსე მთვარე ელ-კაპიტ-ნის მთას ანათებს. შემდეგ შერჩეული სურათები ამ პანორამის მისაღებად გააერთიანა.

ტანზანიის სერენგეტის პარკი. უილქსმა 30 საათი გაატარა ნიანგებზე სანადირო სამალავში, რათა სარწყულებლის ირგვლივ სიცოცხლის მოძრაობა გადაეღო. მზის ენერგიაზე მომუშავე ხელ-საწყოს გამოყენებით, მან 2260 ფოტო გადაიღო ამ სურათის შესაქმნელად.