თქვენ სარგებლობთ ბრაუზერის ძალიან ძველი ვერსიით, რის გამოც ჩვენი ვებგვერდი შესაძლოა სრულად ვერ ჩამოიტვირთოს.
გირჩევთ, განაახლოთ ბრაუზერი.

ხედვა

კინორეჟისორ ჩჟან იმოუს „Impression Lijiang“-ში ასობით ადამიანი მონაწილეობს. წარმოდგენა იუნანის პროვინციაში ადგილობრივ ეთნიკურ უმცირესობათა კულტურული ტრადიციების აღსანიშნავად დაიდგა.

ნაირობისთან ახლომდებარე სასტუმროში, როთშილდის ჟირაფ ლინის ისეთ რამეს სთავაზობენ, უარს ვერ იტყვის. 6 წლის სალა კერ-ჰარტლს ხელში ქატოს გუნდები უჭირავს.

დასავლეთ ბენგალის მაღალ ბალახში, ჰინდუს ღვთაების ფერადნიღბიანი კაცი ასრულებს „ჩაუს“. ეს საომარი ცეკვაა ფოლკლორული, ტომობრივი თუ რელიგიური ელემენტების ნაზავით.

კონცერტის შემდეგ შვიდი ბალერინა სენტ-პიტერბერგში (ფლორიდა), მაჰაფეის თეატრის სცენის უკან ისვენებს. ამ 4-5 წლის გოგონათა უმეტესობამ, პირველად გაიკეთა მაკიაჟი.

ჰამის ბაღში ყვავილობას ყინვა ხელს არ უშლის. ღამით მორწყულ აყვავებულ ხეს დღისით ლოლუები ეკიდება. ეს ყინვაგამძლე სახეობა ყვავილს გაისადაც გამოიტანს.

მზის ჩასვლა პასტელის ელფერს ანიჭებს წმინდა მეოტო ივას. ბრინჯის ნამჯის მძიმე თოკებით გადაჯაჭვული ორი კლდე სიმბოლურად შინტოს ღვთაებებს გამოხატავს.

მარტოხელა მოთხილამურე რენშტაიგზე გადადის. დაახლოებით, 169 კმ სიგრძის სალაშქრო ბილიკი დასავლეთიდან აღმოსავლეთით თიურინგენის ტყეშია გადაჭიმული.

ვისტულა-სპიტზე (კალინინგრადთან ახლოს) ტრაქტორი თოვლში მემარხილეებს მიათრევს. ნახევარკუნძული ბალტიის ზღვაშია შეჭრილი და გდანსკის ყურეს ვისტულას ლაგუნისგან გამოყოფს.