თქვენ სარგებლობთ ბრაუზერის ძალიან ძველი ვერსიით, რის გამოც ჩვენი ვებგვერდი შესაძლოა სრულად ვერ ჩამოიტვირთოს.
გირჩევთ, განაახლოთ ბრაუზერი.

ხედვა

ბრისბენში ავსტრალიური ვარხვი მაღალი ძაბვის სადენს გამოედო და დაიღუპა. ფოტოგრაფმა ფოტონათება და ხანგრძლივი ექსპოზიცია გამოიყენა და ხელოვნების ნიმუში შექმნა.

პერტონში ათობით ტალახში ამოგანგლული კაცი ძვრება თოკებზე. ამ შეჯიბრებას „მაგარი ბიჭი“ ჰქვია და ყოველწლიურად იმართება. მონაწილეებმა სხვადასხვა დაბრკოლება უნდა გადალახონ.

ყოველწლიურად დიდი კანიონის ეროვნულ პარკს 26 000-ჯერ ეცემა მეხი და უმეტესად კანიონის კიდეზე. თუმცა, ზოგჯერ, როგორც ამ ფოტოზე, მეხი კანიონის შიგნითაც ეცემა ხოლმე.

ჰუდსონის ყურის დასავლეთ სანაპიროდან სამ კილომეტრზე, არქტიკული წრის სამხრეთით, თეთრი დათვი ფოტოაპარატთან ახლოს ცურავს. ზაფხულში, ყინულის დნობისას, მსოფლიოს უდიდეს დათვებს ნაპირისკენ უწევთ ცურვა.

ფანდის ყურეში პატარა მექვიშიების გუნდიდან ორი ინდივიდი ფრინდება. 15 სმ-იანი სანაპიროს ფრინველები გამრავლების ადგილებიდან (არქტიკაში) სამხრეთ ამერიკის სანაპიროებამდე, ათასობით კილომეტრს გადიან.

სოფელ სანაბისში ორი შიიტი გოგონა აშურის ცერემონიალში მონაწილეობს, რომელიც წინასწარმეტყველი მუჰამადის შვილიშვილის, ჰუსეინის მოწამეობრივ სიკვდილს ეძღვნება.

ტრისიტი-ლანდსკეიპ-პარკში გაზაფხულზე სიცოცხლე ყვავის. ამ სურათზეც და მომდევნო ორზეც, შემოდგომასა და ზამთარში, ერთი და იგივე ადგილია გამოსახული. ფოტოგრაფმა ტბას ფოტო გადაუღო პარაპლანით ფრენისას. წყალზე მისი ჩრდილია.

მზის ჩასვლა. ლივას რეგიონში, აქლემებს მეზობელ საუდის არაბეთის საძოვარზე მიერეკებიან. მოძრავი ქვიშა ნახევარმთვარის ფორმის ვეება დიუნებს წარმოქმნის. ზოგჯერ მათი სიმაღლე 150 მეტრსაც აღწევს.