ხედვა
სტავრიდების გუნდი ჰარმონიულად მიცურავს. თევზების გუნდის ზომა ზოგჯერ 10 მეტრსაც აჭარბებს. გუნდის ლამაზი ფორმა უფრო მნიშველოვან მიზანს - მტაცებლებისგან თავდაცვას ემსახურება. აზორის კუნძულების სანაპიროსთან თევზების გუნდი ჯერ დაიშალა და მერე ისევ შეიკრა, როცა დელფინები, ფრინველები და ზვიგენები მასზე თავდასხმას შეეცადნენ.
ბენინი - ვუდუს დღესასწაული უიდაში. ეს კარნავალი, რომელზეც კილიტებით გაწყობილი კოსტიუმები აცვიათ, ეგუნგუნის სახელითაა ცნობილი. კარნავალის მონაწილეებში წინაპართა სულები ჩასახლდებიან. დღესასწაული ნიგერიის იორუბის კულტურას ეხმიანება. ზოგიერთი შენიღბული სული ცოცხლებს ლოცავს, ზოგი კი რიტუალური ცეკვებით ართობს.
ალალი მომენტალურად ტრიალდება წაჭერილი ჩიბუხასგან ვიტბის მახლობლად, ჩრდილო ინგლისის ერთ ჭაობიან ადგილზე თავდასხმის შემდეგ. მტაცებელი ფრინველი, ძირითადად, პატარა ფრინველებით იკვებება, თუმცა შიგადაშიგ ძუძუმწოვრებსა და მწერებსაც მიირთმევს.