ვინ:
გალიმბერტი იტალიელი ფოტოდოკუმენტალისტია
სად:
კასტილიონ-ფიორენტინო, იტალია. ხუთი წლის ალესიას საჭმელი მიაქვს კიანინას ჯიშის საქონლისთვის
რა:
ეს ფოტო გალიმბერტის პროექტის „სათამაშოების ისტორიები“ ნაწილია, რომელიც წიგნად 2014 წელს გამოიცა
ამბავი:
მეგობრის ქალიშვილისთვის ფოტოების გადასაღებად წასულმა გაბრიელე გალიმბერტიმ პატარა ალესია სათამაშო ხელსაწყოებით თამაშისას ნახა. გაბრიელემ მათთან ერთად პოზირება სთხოვა.
ასე დაიწყო 30-თვიანი პროექტი, რომელმაც National Geographic-ის ფოტოგრაფი 58 ქვეყანაში ჩაიყვანა, სადაც იგი ბავშვების პორტრეტებს მათ საყვარელ სათამაშო ნივთებთან ერთად იღებდა. გალიმბერტის თქმით, მიუხედავად მათი წარმომავლობისა, ბავშვებს სათამაშოები ერთნაირად უყვართ.
წარმოგიდგენთ ფოტოებს ჩვენი ინსტაგრამის გვერდებიდან. National Geographic-ი ყველაზე პოპულარული გვერდია ინსტაგრამზე, გამოგვყევით თქვენც: instagram.com/natgeogeorgia