„მათთან ერთად ყვინთვა ძალიან სახალისო იყო. როდესაც ვჩერდებოდი, მე და ჩემს კამერას გვციცქნიდნენ საჭმელად ვარგისი ნამცეცების ძიებაში. მეღიტინებოდა და ისე მეცინებოდა, რომ ჩემმა ნიღაბმა გაჟონა“.
დასავლეთამერიკული გომბეშოების თავკომბალები, რომლებიც წურბლების, წყლის ხოჭოების და ნემსიყლაპიას მატლების ნადავლია, ვანკუვერის კუნძულის კედრის ტბაში საკვებს დაეძებენ.