აჭარული მზითვის ფერი
მთიან აჭარაში სამზითვოდ ნაქარგ ტილოებს ადრე „ხელნაქნარებს” უწოდებდნენ,
დღეს – „დაროშკებს” ეძახიან.

აჭარული მზითვის ფერი
მთიან აჭარაში სამზითვოდ ნაქარგ ტილოებს ადრე „ხელნაქნარებს” უწოდებდნენ, დღეს – „დაროშკებს” ეძახიან.
პირველად აჭარული ნაქარგობა თბილისში ვნახე, შემდგომ აჭარაში – სოფელ ინწკირვეთში აღმოვაჩინე, იქ, სადაც იისფერი სახლები დგას და ყველაზე კეთილი ადამიანები ცხოვრობენ. აჭარაში ქალის ხელსაქმეს ოდითგანვე დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, ხოლო ნაქარგობა მზითვის აუცილებელი ელემენტი იყო. ხელსაქმეში გაწაფულობის დასტურად, „ხელნაქნარებს” თავად პატარძლები ქარგავდნენ.

ნაზი ათაბაგი (68 წლის) და გულისტან ჭაღალიძე (72 წლის) სოფელ ინწკირვეთში ცხოვრობენ და სახლის საქმეების დამთავრების შემდეგ ერთმანეთს სტუმრობენ ხოლმე ყავის დასალევად (მარცხნივ). სიცოცხლის ხის მოტივი ყვითელფოჩებიან ბალიშისპირზე სოფელ ინწკირვეთშია გადაღებული (მარჯვნივ).
აჭარული ნაქარგობის სიუჟეტი მრავალფეროვანია. მცენარეულ და გეომეტრიულ მოტივებთან ერთად, ვხვდებით ზოომორფულ და ანთროპომორფულ სახეებს, სიუჟეტურ კომპოზიციებს. საინტერესოა ნაყოფიერების არქაულ კულტთან დაკავშირებული სიცოცხლის ხისა და ბორჯღალის სიმბოლოებიც.
ასეთი საზაფხულო სახლები იალაღებზე აჭარისა და გურიის მთებში გვხვდება. მემთევრები (მოსახლეობა, რომელიც ზაფხულს მთაში ატარებს) ყოველ წელს 25 მაისისთვის ადიან იალაღებზე და სექტემბრის 25-ისთვის ბრუნდებიან. მათი ყოველი დილა 5 საათზე ძროხების წველითა და მოვლით იწყება. შემდეგ, ცხიმიანი რძისაგნ ყველს, ნადუღს, კაიმაღს, იაღს (კარაქს) და ყურუთს ამზადებენ ზამთრისთვის.
სოფელ ჟანივრის მკვიდრი იამზე ტაკიძე (44 წლის) თავისი სახლის უკან, ეზოში ზის და ქარგავს. იამზე შუახევის ქალთა ანსამბლ „ნაის“ წევრია. 3 შვილის დედამ ქარგვა 10 წლიდან დაიწყო: „ქარგვა და სიმღერა დედამ მასწავლა. მეც მინდა, ვინმეს ჩემი ცოდნა გადავცე, ისე არ წავიდე, კვალი რომ არ დავტოვო“.
ირმა შარიქაძე აჭარულ ტრადიციულ სამოსში, სოფელი ინწკირვეთი. პატარძალს საკუთარი ოთახი – „რძლის ოდა“, სადაც ახალი წყვილი აგრძელებდა ცხოვრებას, აუცილებლად საკუთარი ხელით შესრულებული ნაქარგობით უნდა მოერთო და გაელამაზებინა. ხალხური გადმოცემით, ერთგვარ სირცხვილად ითვლებოდა, თუ პატარძალს ნაქარგობის დაახლოებით 20-25 სხვადასხვა ნიმუში მაინც არ ექნებოდა მზითვში; ამაზე ცოტა ნაქარგზე კი იტყოდნენ: „ხელნაქნარი არ სცოდნია, ხელები არ ჰქონიაო“.
აჭარული ნაქარგობის სიუჟეტურ მრავალფეროვნებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სიცოცხლის ხისა და მისი მცველების თემატიკას. მცველების როლს ხშირ შემთხვევაში ირმები ითავსებენ. ირმების მოტივს ვხედავთ სოფელ ჟანივრის მაცხოვრებ იამზე ტაკიძის მოქარგულ სამზითვე ქსოვილზეც. იამზე ამ ნაქარგობას სახლის დეკორად დღესაც იყენებს.
თამარ ხიმშიაშვილი ტრადიციულ ფოლკლორულ ფესტივალზე “ჯვარიმინდვრობა”. გამოფენაზე ღია ცის ქვეშ წარმოდგენილია ჭვანის ხეობის ტრადიციული ნაქარგობის საყოფაცხოვრებო ნიმუშები და ფოლკლორი. „ჯვარიმინდვრობა“ სოფელ ჭვანის მცხოვრებლებმა ტრადიციულ დღესასწაულად აქციეს. შუახევში, აჭარა-გურიის გზაგასაყარზე, ყოველწლიურად, 28 აგვისტოს (მარიამობაზე) აღნიშნავენ XVIII საუკუნეში თურქეთის შემოსევის გამო აჭარიდან გატანილი ჯვრის დაბრუნების დღეს.
სენე ვაშაყმაძე გორგაძე 56 წლის, ხულო, სოფელი ღორჯომი. ჰყავს 2 შვილი და 7 შვილიშვილი: „დედა კარგად ქარგავდა და გვასწავლა, სამი დები ვიყავით, სამივე ერთმანეთზე უკეთესად ვქარგავდით, ახალ თაობას არ უნდა სწავლა არც ქსოვის, არც ქარგვის“, – ჩივის სენე.
კედლის მოსართავ ნაქარგებს ხშირად საჩუქრად უქარგავდნენ ოჯახის წევრებს და ნათესავებს. საოჯახო ფოტოები და კედლის ნაქარგობა სოფელ ინწკირვეთში.
ნანული ჭაღალიძე, 51 წლის, ყველაზე იისფერ სახლში ცხოვრობს სოფელ ინწკირვეთში. ქარგავს ბავშობიდან, სოლისტია შუახევის ქალთა ანსამბლში „ნაი“, ჰყავს 3 შვილი და ასწავლის ქართულ ენას ინწკირვეთის საჯარო სკოლაში. ნანულის უყვარს მცენარეები; მისი სახლის წინ ქრიზანთემები ყოველ წელს ყვავის.

საქარგავად აჭარლები ძველად აბრეშუმის ძაფს იყენებდნენ, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ღებავდნენ. გამოიყენებოდა, ასევე, უკვე ხმარებიდან გამოსული ნაქსოვი ტანისამოსის ძაფებიც. დღემდე ნაქარგის პირვანდელი ფორმის შენარჩუნება ძველი დაზიანებული ნაქარგის ზუსტი კონტურის გადატანით ხდება. ამ გზით არაერთი ტრადიციული ფორმა და ორნამენტი გადაეცა მემკვიდრეობით და დღემდე შემოინახა. პატარძლის მზითვში ნაქარგობისა და ნაქსოვი წინდების გატანების წესი დაახლოებით 20-30 წლის წინათ მოიშალა და დღეისთვის პატარძლები სამზითვო ნაქარგობას აღარ ამზადებენ. შესაბამისად, ქარგვის ტრადიციაც მივიწყებას ეძლევა, თუმცა მისი გადარჩენის იმედი არსებობს – 2020 წლის 2 ნოემბერს ქარგვის ტრადიციას მთიან აჭარაში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.