ადამიანის მიკროსამყარო
მიკროგრაფიები, რომლებზეც ჯანმრთელი უჯრედებია გამოსახული,
ხელოვნების ნიმუშებს მოგაგონებთ
ადამიანის მიკროსამყარო
მიკროგრაფიები, რომლებზეც ჯანმრთელი უჯრედებია გამოსახული, ხელოვნების ნიმუშებს მოგაგონებთ
ადამიანის უჯრედულ სამყაროზე დაკვირვება სოფო შარაშიძის ყოველდღიური საქმეა. იგი თბილისის ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ექიმი-ციტოლოგია, რომელიც დიაგნოზის დასასმელად პაციენტის უჯრედულ ნიმუშს იღებს, სასაგნე მინაზე აფიქსირებს და მიკროსკოპით შეისწავლის. უჯრედების ცხოველმყოფელი რთული მექანიზმითა და, ამავდროულად, მათი ესთეტიკით მოხიბლულმა, ერთ დღეს გადაწყვიტა, ეს საოცარი სამყარო ეჩვენებინა მათთვის, ვინც ამას სხვაგვარად, ალბათ, ვერასოდეს იხილავდა.
კანზე არსებული წარმონაქმნიდან აღებულ ქსოვილის ნიმუშში ჩანს ფიბროციტები და ერითროციტები.
ფარისებრი ჯირკვლის ამგები უჯრედები. ციტოლოგი სოფო შარაშიძე ამბობს, რომ „უჯრედებს შორის მეტი ორგანიზებულობა და ერთიანობის განცდაა, ვიდრე ადამიანურ საზოგადოებებში“.
სოფო პაციენტის უჯრედულ ნიმუშებს დიაგნოსტიკისთვის იღებს, მაგრამ თვალს ვერ ხუჭავს მათ მხატვრულ ღირებულებაზეც. ფოტოზე გამოსახულია პლევრის სითხე, რომელიც აგურისფერ მოზაიკას წააგავს.
ფოტოზე გამოსახული თმის ფოლიკული წააგავს აბსტრაქტულ კომპოზიციას.
მიკროსკოპული დაკვირვებისთვის სასაგნე მინაზე მოთავსებული მასალის დასაფიქსირებლად და სტრუქტურული დეტალების გამოსაკვეთად სპეციალურ საღებავებს იყენებენ. ფარისებრი ჯირკვალი (კოლოიდური ცისტა) იისფრად შეიღება.

„როდესაც პირველად მივუჯექი მიკროსკოპს, მახსოვს, როგორ გამაკვირვა ნანახმა. თითოეული უჯრედი თითქოს იმეორებდა იმას, რაც ცხოვრებაში გვხვდება. მაგრამ უფრო დიდი აღმოჩენა იყო, როდესაც გავაცნობიერე, რომ ისინი კი არ გვბაძავენ ჩვენ, არამედ ჩვენ ვიმეორებთ მათ ქცევას“, – ამბობს სოფო და უჯრედების სასიცოცხლო ციკლს და მათი მუშაობის მექანიზმს გულისხმობს. მას სჯერა – თუ ადამიანები თავიანთ შინაგან სამყაროს დაინახავენ, მეტად გაუფრთხილდებიან და შეიყვარებენ საკუთარ თავს.
აქ წარმოდგენილი ოთხი მიკროგრაფიიდან სამზე გამოსახულია ფარისებრი ჯირკვლიდან აღებული ნიმუშები: იასამნისფერ რელიეფს რომ მოგვაგონებს, ის კოლოიდური სუბსტანციაა, მაღალმოლეკულური ცილოვანი ნივთიერება და მასში გაირჩევა თიროციტები;
გამოსახულებაზე მომწვანო ფერის ერთეულები ერითროციტებია, მუქი ლურჯი კი – კოლოიდური სუბსტანცია;
ასევე კოლოიდური სუბსტანციაა, რომელიც გაშრობის შემდეგ გაბზარულ მინას დაემსგავსა.
ამ მიკროგრაფიამ შეიძლება ასტროფოტო მოგაგონოთ. სინამდვილეში ეს სანერწყვე ჯირკვლის „მიკროკოსმოსია“. ექიმი-ციტოლოგი სოფო შარაშიძე ახერხებს, რომ თავის ძირითად პროფესიას შემოქმედებითი სიცოცხლეც შესძინოს. მისი ნამუშევრები არაერთხელ მოხვედრილა საგამოფენო დარბაზებში. ამ სერიაში მხოლოდ ჯანმრთელი უჯრედების მრავალფეროვანი სამყაროა წარმოჩენილი.