ადამიანურ შესაძლებლობებს მიღმა
ნებისმიერი სხვა სახეობის მსგავსად, ჩვენც მილიონობით წლის ევოლუციის პროდუქტი ვართ. ახლა, ამ საქმეს თავად მივხედავთ


ადამიანურ შესაძლებლობებს მიღმა
ნებისმიერი სხვა სახეობის მსგავსად, ჩვენც მილიონობით წლის ევოლუციის პროდუქტი ვართ. ახლა, ამ საქმეს თავად მივხედავთ
ჩვენი სახეობა კვლავ განიცდის ჩვეულებრივ ევოლუციას. არცთუ დიდი ხნის წინ, ჩვენს უჯრედებში არსებული ცილის დაახლოებით, 20 000 მაკოდირებელი გენიდან, მხოლოდ მცირეოდენის სტრუქტურა ვიცოდით; დღეს დაახლოებით 12 000-ის ფუნქცია ვიცით.

მაგრამ გენები ჩვენი გენომის შემადგენელი დნმ-ს მხოლოდ მცირე პროცენტს შეადგენს. ცხადია, რომ აღმოჩენები მეტი იქნება, თანაც – სწრაფად. ამ უხვი გენეტიკური ინფორმაციიდან, მეცნიერებმა უკვე გამოავლინეს შედარებით ბოლოდროინდელი ევოლუციის ათობით მაგალითი. ანატომიურად, თანამედროვე ადამიანის მიგრაცია აფრიკიდან დაახლოებით 80000 – 50000 წლის წინ დაიწყო. ჩვენი თავდაპირველი გენეტიკური მემკვიდრეობა შეესაბამებოდა თბილ კლიმატს, სადაც პირველად განვვითარდით მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა, ადამიანები მთელ დედამიწაზე მიმოიფანტნენ, ახალმა გამოწვევებმა ახალი მოთხოვნები გააჩინა და ჩვენი გენეტიკური სტრუქტურაც შეცვალა.

ამჟამად, ჩვენს სამყაროში, რეპროდუქციული წარმატების – და ამგვარად ევოლუციური ცვლილების – მთავარი მამოძრავებელი ძალა არის კულტურა და მისი შეიარაღებული ბიძაშვილი – ტექნოლოგია. ეს იმიტომ, რომ ევოლუცია არ შეესაბამება თანამედროვე ცხოვრების სისწრაფესა და მრავალფეროვნებას. მიუხედავად იმისა, რაც ევოლუციას უახლოეს წარსულში გაუკეთებია, იმაზეც უნდა დავფიქრდეთ, რა ცუდად ვართ ადაპტირებული ჩვენი კომპიუტერების ეკრანებთან და 24-საათიან გრაფიკთან, სიმინდის მარილიანი ჩიფსების პარკებთან და პათოგენებით გამოფიტულ გარემოსთან. რატომ არის ჩვენი ბიოლოგიური საათი ასეთი ხისტი? რატომ არ შეუძლია ჩვენს, ერთი შეხედვით უსარგებლო აპენდიქსს, რომელიც ერთ დროს ბალახეულის მონელებაში გვეხმარებოდა, შაქრების დაშლაზე გადართვა?
სრული ვერსია წაიკითხეთ აპრილის ნომერში.