
ადვილად კითხვადი შრიფტი
წლების განმავლობაში ამ შრიფტით იბეჭდებოდა წიგნები თუ გაზეთები
მე-19 საუკუნის ბოლოს, გამომცემლობები არაორნამენტირებული შრიფტის საჭიროებაზე დაფიქრდნენ. მიხეილ ყიფიანმა 1864 წელს კონკურსში სტანდარტიზებული და ადვილად აღქმადი შრიფტი წარადგინა, რომელსაც მთავრული ასოებიც ჰქონდა. წლების განმავლობაში ამ შრიფტით იბეჭდებოდა წიგნები თუ გაზეთები. 1891 წლის 6 მარტს გაზეთ „ივერიის“ პირველ გვერდზე მიხეილ ყიფიანის გარდაცვალების ცნობაც ამავე შრიფტით დაიბეჭდა.