
აღმამფრენი რიცხვები
1988 წლიდან კავშირი „ბერდვოჩერებს“ (ფრინველებზე მოყვარულ დამკვირვებლებს) სთხოვს ჩაინიშნონ მათ მიერ ნანახი ფრინველები სანამ ისინი ჩრდილოეთისკენ დაიწყებენ გადაფრენას
„ადამიანების უმეტესობა უფრო მეტ ფრინველს ცნობს, ვიდრე ჰგონია“, – ამბობს პეტ ლეონარდი, ეზოს ფრინველის აღმრიცხველთა კავშირიდან (GBBC). 1988 წლიდან კავშირი „ბერდვოჩერებს“ (ფრინველებზე მოყვარულ დამკვირვებლებს) სთხოვს ჩაინიშნონ მათ მიერ ნანახი ფრინველები სანამ ისინი ჩრდილოეთისკენ დაიწყებენ გადაფრენას. ამას მნიშვნელობა აქვს, მაგალითად, ამერიკული ყვავების პოპულაციის წლიდან წლამდე შემცირების აღსარიცხავად.
მნიშვნელოვანი ისაა, რომ მონაცემებს მოქალაქეები და არა მეცნიერები აგროვებენ. ეს კი უზარმაზარი ტერიტორიის მოცვის საშუალებას იძლევა. შეცდომების თავიდან ასაცილებლად მოსახლეობის ანგარიშებს ამ საქმის ორგანიზატორები ამოწმებენ და განსაკუთრებულ ყურადღებას რომელიმე არეალისთვის უცნობი ფრინველების გამოჩენას აქცევენ. „ხალხს ვთხოვთ, თუ არ შეუძლიათ ფრინველის ამოცნობა, არ აღრიცხონ“, – ამბობს ლეონარდი.