ახალი ნიუ-იორკი
ახალი არქიტექტურა, თითქოს, დიდი ფულის ტყვეობაშია. ხალხი აქ მხოლოდ დროებით ჩერდება


ახალი ნიუ-იორკი
ახალი არქიტექტურა, თითქოს, დიდი ფულის ტყვეობაშია. ხალხი აქ მხოლოდ დროებით ჩერდება
თუ თქვენ მყარი სახლი და ძლიერი ურთიერთობები გაქვთ, მუდამ თავისუფალი ხართ; იცით, რომელ მიწასაც ეკუთვნით და სადაც ყოველთვის შეგიძლიათ დაბრუნება.
ჩემი საწყისი წერტილი კი ნიუ-იორკია!
მაგრამ ახლა ცხოვრება უფრო გაუგებრად და ბუნდოვნად მოჩანს. გული მიმძიმდება, როდესაც ჩემს საყვარელ ქალაქს გავყურებ. კი, პროგრესი ნამდვილად არის: სკოლები, საკვები, უსაფრთხოება, ქცევის წესებიც კი. ქალაქი უფრო მდიდარი და ჯანსაღია, ვიდრე ჩემს ახალგაზრდობაში. მაგრამ, ნიუ-იორკს ყოველთვის მოჰყვება სიტყვა – “მაგრამ”. მისი არქიტექტურული იერი გაცივდა, სული დაკარგა.
ახალი არქიტექტურა, თითქოს, დიდი ფულის ტყვეობაშია. ხალხი აქ მხოლოდ დროებით ჩერდება. არ მგონია, ეს ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობდნენ ან რაიმე აკავშირებდეთ ამ რაიონთან. შესაძლოა, ვცდებოდე კიდეც და ისინი საოცრად ჰუმანურები და ხალისიანები არიან.
ქუჩებში მოსეირნეთათვის ეს ახალი შენობები უფრო საინჟინრო ოსტატობის მაჩვენებელია, ვიდრე მომხიბვლელი არქიტექტურის. ბრუკლინშიც კი, უზარმაზარი სავაჭრო ცენტრები შენდება და ციდან მისი უსასრულო საოცრებები ქრება, მათ მხოლოდ ზემო სართულებიდან თუ მოჰკრავთ თვალს…
სრული ვერსია წაიკითხეთ დეკემბრის ნომერში.