
ახალი საზღვაო ნაკრძალის წარმოდგენა
უწინ სამთავრობო უწყებები არეგულირებდნენ დაცული წყლების საკითხს. ობამას ადმინისტრაციამ კი ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა
პირველად ისტორიაში, აშშ-ის მოქალაქეებს, თავად შეუძლიათ აშშ-ის წყლებში არსებული ზონების წარდგენა ახალი საზღვაო ნაკრძალების დასაარსებლად. უწინ სამთავრობო უწყებები არეგულირებდნენ დაცული წყლების საკითხს. ობამას ადმინისტრაციამ კი ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა.
„შემოთავაზებულ ზონას მნიშვნელოვანი ისტორიული ან ბიოლოგიური ღირებულება უნდა ჰქონდეს“, – ამბობს ოკეანისა და ატმოსფერული კვლევის ეროვნული ადმინისტრაციის, ეროვ-ნული დაცული წყლების განყოფილების დირექტორის მოადგილე, მეთ ბრუკჰარტი. ბოლო ორი შემოთავაზებული ადგილი დაიცავს ისტორიულ ჩაძირულ გემებს: ვისკონსინის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე მიჩიგანის ტბასა და მდინარე პოტომაკში (მერილენდი).
„ხალხის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, – ამბობს ბრუკჰარტი, – ყველაფერ ამას მომავალი თაობებისთვის ვაკეთებთ“.