
ალფრედ დიდის ამბავი
ისტორიის მიხედვით, ალფრედ დიდმა 878 წელს ვიკინგები დაამარცხა
ოქსფორდშირში ნაპოვნი ვერცხლის მონეტები ინგლისის ისტორიას გადაწერენ. ბრიტანეთის მუზეუმის ექსპერტის, გარეთ უილიამსის თქმით, ვერცხლის მონეტების ცენტრში (მარცხნივ) ვესექსის ანგლო-საქსელი მეფე – ალფრედ დიდია. ისტორიის მიხედვით, ალფრედ დიდმა 878 წელს ვიკინგები დაამარცხა. მაგრამ მონეტაზე მერსიის მეფე კიოლვულფ II-ც ჩანს, რომელიც ამ კამპანიისას მისი მეკავშირე უნდა ყოფილიყო. სავარაუდოდ, ამ კოალიციის დაშლის შემდეგ, ალფრედმა კიოლვულფის შესახებ ყველა ჩანაწერი გააქრო.