ვინ:
ალვის ლაზარუსი, 37 წლის, მიწოდების ქსელისა და მენეჯმენტის კონსულტანტი ბანგალორში, ინდოეთი
სად:
ბანდიპურის ეროვნული პარკი, კარნატაკას შტატი, ინდოეთი
რა:
Nikon D810 კამერა 150-600-მილიმეტრიანი ლინზით
ამბავი:
ლაზარუსი, რამდენიმე მეგობართან ერთად, ბანდიპურის ეროვნულ პარკში, დილის საფარიზე, რამდენიმე საათი ეძებდა ვეფხვს. ერთ მდელოსთან მათ, დაახლოებით, 10 ირემი შენიშნეს. ლაზარუსის მეგობრებს გზის გაგრძელება სურდათ, მაგრამ მან ისინი გააჩერა. მწვანე ფონზე ორი ირემი იდგა. „ვინატრე, რომ ორივეს ჩემკენ გამოეხედა და შემდეგ ეს კადრი წარმოვიდგინე“, – ამბობს ლაზარუსი. ასეც მოხდა და მანაც ნანატრი ფოტო გადაიღო.
შემოუერთდი National Geographic-ის Your Shot-ის საზოგადოებას და გააზიარე შენი კადრი YourShot.natgeo.com.