
ამერიკა იცვლის სახეს
დღეს ამერიკა ისეთ ქვეყნად იქცა, სადაც რასა თეთრად და შავად აღარ იყოფაო, ამბობს სტატიის ავტორი ლისა ფანდერბერგი და ამ აზრს შერეული რასის ადამიანების გაცნობით გვისაბუთებს
რა გვხიბლავს ყველაზე მეტად ამ სახეებში? იქნებ მოულოდნელობა? განა ამ თვალებს ასეთ თმასთან, ან ასეთ ცხვირ-პირს ყოველდღე ვხედავთ? პასუხები განსხვავებულია. გააჩნია, საკითხს რა კუთხით შევხედავთ: ანთროპოლოგი ცდილობს გაარკვიოს პიროვნების წარმომავლობა და რასობრივი საზღვრების უარყოფას საერთო დასაბუთება მოუძებნოს. რასისტი კი იტყვის, რომ შერეული რასის ადამიანები სრულყოფილები არ არიან.
დღეს ამერიკა ისეთ ქვეყნად იქცა, სადაც რასა თეთრად და შავად აღარ იყოფაო, ამბობს სტატიის ავტორი ლისა ფანდერბერგი და ამ აზრს შერეული რასის ადამიანების გაცნობით გვისაბუთებს.
2000 წლიდან მოსახლეობის აღწერის ბიურომ დაიწყო შერეული რასის ადამიანების ზუსტი მონაცემების შეგროვება. მან რესპონდენტებს საშუალება მისცა, რასობრივი კუთვნილების რამდენიმე გრაფა მოენიშნათ. 6,8 მილიონი ადამიანი სწორედ ასე მოიქცა. ათი წლის შემდეგ მათი რაოდენობა 32%-ით გაიზარდა. მულტირასობრივი არჩევანის უფლება (რესპონდენტს შეეძლო კითხვარში რამდენიმე გრაფის შევსება) პროგრესად შეაფასეს მათ, ვისთვისაც გერმანელი მეცნიერის – იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახის მიერ დაწესებული რასობრივი კატეგორიების შეზღუდვები მიუღებელი აღმოჩნდა. მან ადამიანები ხუთ „ბუნებრივ სახესხვაობად“ დაყო – წითელი, ყვითელი, ყავისფერი, შავი და თეთრი. მულტირასობრივი არჩევანი ჯერ ისევ ეყრდნობა ამ ტიპის დაყოფას, მაგრამ თვითგამორკვევის ფაქტორიც შემოჰყავს. ეს წინგადადგმული ნაბიჯია იმ სისტემის კატეგორიზაციაში, რომელიც, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, მცდარიცაა (გენეტიკოსებმა დაამტკიცეს, რომ ბიოლოგიურად რასა, როგორც ასეთი, არ არსებობს) და იმავდროულად – არსებითიც (რადგან ვცხოვრობთ იქ, სადაც არსებობს რასის ცნება და რასიზმი). რასის დადგენა საჭიროა ანტიდისკრიმინაციული კანონების ასამოქმედებლად, ასევე, მოსახლეობის გარკვეული ჯგუფების დამახასიათებელი დაავადებების გამოსავლენად.
სრული ვერსია წაიკითხეთ ოქტომბრის ნომერში.