
ამინდის ფენომენალური პროგნოზირება
NASA-მ გასული წლის მარტში ორწლიანი მაგნიტოსფერული მულტიმასშტაბური მისია (MMS) გაუშვა კოსმოსური ამინდის შესასწავლად
კოსმოსური ამინდი, შესაძლოა, ამინდის პროგნოზირებაში ერთგვარ მიჯნად იქცეს. მეცნიერები ცდილობენ ჩასწვდნენ, თუ როგორ იწვევენ კოსმოსური ძალები ისეთ მოვლენებს, როგორებიცაა გეომაგნიტური ქარიშხლები, რომელთაც შეუძლიათ დააზიანონ ენერგოქსელები და ჯი-პი-ეს სისტემები.
NASA-მ გასული წლის მარტში ორწლიანი მაგნიტოსფერული მულტიმასშტაბური მისია (MMS) გაუშვა კოსმოსური ამინდის შესასწავლად, რომელიც „იწყება მზისგან მომავალი ნაწილაკებისგან შემდგარი ქარიშხლით“, – ამბობს MMS პროგრამის მეცნიერი ბილ პატერსონი. ამჟამად, დედამიწას 4 კოსმოსური ხომალდი უვლის წრეს აღნიშნული ფიზიკური პროცესის გამოსაკვლევად.
კოსმოსური ამინდის ფენომენი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც მაგნიტური ველები ურთიერთქმედებისას აფეთქების ენერგიას გამოყოფენ.
ამან შეიძლება მწყობრიდან გამოიყვანოს კოსმოსური ხომალდის კომპიუტერები და ჩრდილოეთის ციალიც უფრო კაშკაშა გახადოს.