ანჟელუ ბერნარდინუ
მანგროს ტყის დაცვა არსებითია კლიმატის ცვლილების შესამსუბუქებლად, ამბობს ეს ეკოლოგი.
როდესაც ბრაზილიის ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, ქალაქ ვიტორიაში ანჟელუ ბერნარდინუს ოჯახი რესტორანში სადილობდა ხოლმე, „გვერდით მანგროს ტყე იყო“, – იხსენებს National Geographic-ის მკვლევარი და საზღვაო ეკოლოგი.
ათწლეულების განმავლობაში ოკეანის ეკოსისტემების შესწავლის შემდეგ ბერნარდინუ განსაკუთრებულ ყურადღებას მანგროს ხეებს უთმობს.
ეს სანაპიროს ხეები და ბუჩქები კოჟრიანი, გაშიშვლებული ფესვებით, უჩვეულო ადგილებში ხარობენ: იქ, სადაც მდინარეები ოკეანეებს ერთვის ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში, როგორც წესი, მლაშე, მაგრამ ხანდახან მტკნარ წყალშიც. მანგროების შესწავლა დროსთან ჭიდილს ნიშნავს, რადგან მათი ფესვები მხოლოდ მიქცევის დროს ჩანს. ნავში მსხდომი ბერნარდინუ და მისი კოლეგები მიქცევას ელოდებიან, შემდეგ ფესვების ხლართებში მიიჩქარიან ნიადაგის ნიმუშების ასაღებად, ფესვების გასაზომად და ფოტოების გადასაღებად. 4 საათის შემდეგ 3,5 მეტრის სიმაღლის ტალღა მათ სამუშაო სივრცეს ტბორავს.
ბერნარდინუს თქმით, მანგროს ტყეები არსებითია რეგიონში კლიმატის ცვლილების ეფექტების შესამსუბუქებლად, რადგან ისინი მარილს და ნახშირორჟანგს იწოვენ და ცოტა ჟანგბადს მოიხმარენ. ბრაზილიის მთავრობის დადგენილი ემისიების შემცირების გეგმა არ მოიცავს მანგროს ხეების დაცვას. ბერნარდინუ იმედოვნებს, რომ მის მიერ შეგროვებული მონაცემები ამ პოლიტიკას შეცვლის.
ამაზონის რეგიონში ყოველწლიურად 1000 ჰექტრამდე მანგროს ტყე იჩეხება. ბერნარდინუს გუნდის უახლესი კვლევით, მათი მოჭრისას დაახლოებით 4-ჯერ მეტი ნახშირორჟანგი გამოიყოფა, ვიდრე მაღლობის ხეების ჩეხისას.

ამ სტატიის მხარდამჭერია Rolex-ი, რომელიც National Geographic Society-სთან თანამშრომლობს და ექსპედიციებს აწყობს ჩვენი პლანეტის სპეციფიკურ რეგიონებში მიმდინარე ცვლილებების შესასწავლად და აღსაბეჭდად.