ვინ:
იტალიელი ფოტოგრაფი, რომელიც გატაცებულია ადამიანებსა და ბუნებას შორის არსებული ურთიერთობით
სად:
ბრეშა, იტალია
რა:
Sony 7R4 კამერა, 16-35 მმ ლინზით
ამბავი:
2020 წლის დასაწყისში COVID-19-ის გლობალური გავრცელებისას, იტალია ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ვირუსის გამანადგურებელი ძალა საკუთარ თავზე გამოცადა. მარტში ფრაძეტამ გადაიღო ბერგამოს და ბრეშის საავადმყოფოების კადრები. 3 წლის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ფრაძეტა ამ ქალაქებში მიიპატიჟა, რათა ფოტოგრაფს მათი აღდგენილი მდგომარეობა ეხილა. ბრეშაში, პიაცა-დელა-ვიტორიასთან ახლოს მან ფოტო გადაუღო ადგილობრივი არტისტის, სტეფანო ბომბარდიერის ამ ქანდაკებას, რომელიც პანდემიასთან დაკავშირებული დროში გაშეშების შეგრძნების სიმბოლოა.
National Geographic-ი Instagram-ზე არსებული ყველაზე პოპულარული ბრენდია 258 მილიონი გამომწერით. ამ გვერდზე წარმოდგენილია ფოტოები ჩვენი ანგარიშებიდან:
@natgeogeorgia, @natgeo, @natgeotravel, @natgeointhefield, @natgeoadventure, @natgeoyourshot.